რეგისტრირებული ფაქტები17770
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის იანვარში ა. შპაკოვსკი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ნერვულ, კანისა და ვენერიულ დაავადებებს მკურნალობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ამიერკავკასიაში ჭირის გავრცელების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო სამოქალაქო გუბერნატორი, ამიერკავკასიის კარანტინის ინსპექტორი – ვასილი ვასილის ძე დობროსლავსკი, მისი დამხმარე კი – დანიელ პროკოფის ძე მიხაილოვი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე იყო მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე იყო აგრონომიული საბჭოს წარმომადგენელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მონაცემებით ოვანეს თუმანიანი იყო სომეხი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე შემდეგი კრების მდივნად აირჩიეს დ. დავითაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე იყო ქუთაისის კერძო სასწავლებლის მმართველი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის წევრი იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორი იყო ქორქაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამეგრელოს პოლკის პოდპორუჩიკი იყო ვლ. მ. ყორღანოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ნ. არასხანიანცი იყო ექიმი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო სახელმწიფოს მრჩეველთა განყოფილების წევრი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო კავკასიის სამოქალაქო საქმეების გამგე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით შმიდინი დანიშნეს თბილისის სამხედრო საავადმყოფოს უფროსად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტრობილოვი გადაიყვანეს 36-ე ქვეითი პოლკიდან იმიერკასპიის რკინიგზის ბატალიონში სამუშაოდ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალდრ. იგნატეს ძე გროსმანი იყო გენერალ-მაიორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მალიშკინი იყო ოლქის საინჟინრო გამგეობის თანამშრომელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იმპერატორმა კავკასიის მთავარმართებელს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვისას უფლება მიანიჭა განეხილა ყველა სასწავლო წიგნი და სახელმძღვანელო, შემდეგ განათლების მინისტრისთვის გაეგზავნა დასამტკიცებლად. მთავარმართებლამდე ამ საქმეს კავკასიის განათლების მზრუნველი ასრულებდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგეოგრაფიო საზოგადოება კავკასიელის განყოფილებამ მიმართა საიმპერატორო საზოგადოებას თხოვნით, რომ გამოეკვლიათ დევდორაკის მყინვარი, რასაც პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა კავკავის სამხედრო გზისთვის და მეცნიერებისთვის. საიმპერატორო საზოგადოების განცხადებით ეს საქმე უნდა შეესწავლა ადგილობრივ კავკასიურ განყოფილებას, რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვისა იყო.

