საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე იყო დამსახურებული სახალხო მასწავლებელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხი წლის განმავლობაში თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორი იყო ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის პედაგოგი იყო ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ჯაბაღიევი მთიელთა ფინანსთა მინისტრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინი იყო კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი იყო კონსერვატორიის პროფესორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით ივანეს ძე როსტომაშვილი იყო ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქართველთა დელეგატი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. დ. ხუდაბაშოვი იყო თბილისის სავაჭრო ბანკის ერევნის განყოფილების გამგე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. გ. ბურსუკი კავკასიის ბანკის ერევნის გამყოფილების წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ს. ი. კარაპეტიანცი თბილისის სავაჭრო ბანკის ბაქოს განყოფილების წარმომადგენელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის მმართველობის რეგისტრატორი, ბეგიაშვილი იმავე მმართველობის თარჯიმნად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ახალციხის მაზრის მმართველობის მდივანი, ბაქრაძე სიღნაღის მაზრის მმართველობის მდივნად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის მარტში თბილისის საოლქო სასამართლოს გორის განყოფილების თავმჯდომარე იყო ი. ო. პარჩევსკი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის მარტში ა. ვ. პადალკო თბილისის საოლქო სასამართლოს გორის განყოფილების ერთ-ერთი წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის მარტში ნ. ა. ტარსაიძე თბილისის საოლქო სასამართლოს გორის განყოფილების პროკურორი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 25 თებერვალს ბათუმში მეურმეებისა და მეეტლების მამასახლისების არჩევნები გაიმართა. მეურმეების კრებამ მამასახლისად სიმონ მერკვილაძე აირჩია.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო საიმპერატორო კარის კამერ-იუნკერი, კარის მრჩეველი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს დანილოვი იყო ახალციხის მაზრის მმართველის თანაშემწე (კავალერიის მიმართულებით) ხერთვისში.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ვასილ აფანასის ძე ძიუბენკო თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატის უფროსის მრჩეველი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში თბილისის სამშენებლო კომისიის თავმჯდომარე იყო სამოქალაქო გუბერნატორი, სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელი დიმიტრი ივანეს ძე სონინი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ა. შპაკოვსკი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ნერვულ, კანისა და ვენერიულ დაავადებებს მკურნალობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ამიერკავკასიაში ჭირის გავრცელების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო სამოქალაქო გუბერნატორი, ამიერკავკასიის კარანტინის ინსპექტორი – ვასილი ვასილის ძე დობროსლავსკი, მისი დამხმარე კი – დანიელ პროკოფის ძე მიხაილოვი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე იყო მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე იყო აგრონომიული საბჭოს წარმომადგენელი.