რეგისტრირებული ფაქტები3404
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, I მსოფლიო ომის მონაწილე ალექსანდრე ბესარიონის ძე ჩიჩუა ბრძოლის ველზე დაიღუპა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 26 აპრილს ნიკო იოსების ძე ლომოური გორში, სამების ეკლესიის ეზოში, დაკრძალეს.
1900
ტიპი: გარდაცვალება
1900 წლის 15, 16 და 17 მაისს საქართველოს საეკლესიო ისტორიკოსის მიხეილ საბინინის მოსახსენებლად გადაიხადეს პანაშვიდი კახეთში შუამთისა და წმინდა გიორგის მონასტერებში.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 22 მაისს კისლოვოდსკში ქველმოქმედი სტეფანე სვიმონის ძე ელიაძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის მარტში სოფელ სურებში ბესარიონ (ბესო) მახარბელის ძე რამიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელ მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სოფელ ნიგოითში გარდაიცვალა გიმნაზიის ინსპექტორი დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 მარტს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილს დაკრძალავდნენ.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 6 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ახალციხის მაზრის მოსამართლე გ. მაღალაშვილი გარდაიცვალა.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 25 მაისს ციურიხში გარდაიცვალა ქართველი სტუდენტი ვლადიმერ ნიკოლაძე.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 30 ივნისს გაზეთი „დროება“ აღნიშნავდა, რომ ერთი წლის წინ ფოთში მოკლეს ინგლისელი სუინსონი.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 11 დეკემბერს თბილისში, სიონის ეკლესიის ეზოში, ალექსანდრე ორბელიანის ქვრივი, ეკატერინე ბარათაშვილ-ორბელიანი დაკრძალეს.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 8 ოქტომბერს ყაჩაღებმა 60 წლის სახალხო მთქმელი დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი მოკლეს.

