საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გრიგოლ ბიწაძე კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული და ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძემ პეტერბურგის აკადემია დაამთავრა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს მევენახეობა და მეღვინეობა რუსეთსა და საფრანგეთში ჰქონდა შესწავლილი.

1899

ტიპი: განათლება

1899-1900 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსიდან კიევის უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტზე გადავიდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს მიხეილ ერისთავმა სამეურნეო განათლება მიიღო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრმა სოკრატე კეშილავამ სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილმა ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1896

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წელს სოფელ თონეთის სკოლის მე-3 განყოფილებაში სწავლობდნენ: ეკა ბერუაშვილი, დარია მაჩაიძე, ოლღა ლონდარიძე და ვანო ლონდარიძე.

1896

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წელს სოფელ თონეთის სკოლის მე-2 განყოფილებაში სწავლობდნენ: ალექსანდრე ასლამაზიშვილი, თუნა ბადალაშვილი, საქულა ბადალაშვილი, სერგო ბადალაშვილი, ბეგლარ ბადალაშვილი, სოფია ბერუაშვილი, გრიგორ დავიდოვი, იოსებ ღოღაძე, ელისაბედ მჭედლიძე და ეკა მაჩაიძე.

1896

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წელს სოფელ თონეთის სკოლის მე-2 განყოფილებაში სწავლობდნენ: ალექსანდრე მაჩაიძე, გიგო მჭედლიძე, გიორგი ლონდარიძე, ოლღა შავიშვილი, ოსე შავიშვილი, სოფია მაისურაძე, მარო იაღუაშვილი, სიდონია პაპუნაშვილი, თებრო თაყნიაშვილი, მარო ყირიმელაშვილი და კოლა თაქთაქიშვილი.

1896

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წელს სოფელ თონეთის სკოლის 1-ელ განყოფილებაზე სწავლობდნენ: სოფია გაბაძე, ოსე გარსევანიძე, გელა გარსევანიძე, სანდრო ბადალაშვილი, თებრო ბეჟაშვილი, ოლღა ბეჟაშვილი, დარია ბერუაშვილი და ვასო ბერუაშვილი.

1896

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წელს სოფელ თონეთის სკოლის 1-ლ განყოფილებაში სწავლობდნენ: ვასო ბერიძე, დიმიტრი მანველიძე, ვანო მაჩაიძე, მაშო მუჯირიშვილი, ნინა თეთრაძე, თამარა თეთრაძე, დარო თომაშვილი და ოლღა შავშიშვილი.

1896

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წელს სოფელ თონეთის სკოლის 1-ლ განყოფილებაში სწავლობდნენ: ნუშა შავშიშვილი, თამარა პაპუნაშვილი, ეკა ხმალაძე, ეკა თაქთაქიშვილი, გიორგი გოგიტაშვილი, ნინა სოლომონაშვილი, სერგო თაქთაქიშვილი და სანდრო ლონდარიძე.