საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3350

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ავალიშვილი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის მოსწავლე იყო.

1918

ტიპი: განათლება

მასწავლებელ გარდავაძეს ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ახალგაზრდა რევოლუციონერ სიმონ ივანეს ძე გუჯაბიძეს ბათუმის სახელოსნო სასწავლებელი ჰქონდა დამთავარებული.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იყო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზენინგი იყო ფარმაციის მაგისტრი.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დეკანოზმა ეფრემ დოლგანოვმა გიორგი დოლგანოვი სასწავლებლად ოდესის სასულიერო სემინარიაში გაგზავნა. გიორგი დოლგანოვმა სემინარია მეხუთე კლასის დასრულების შემდეგ მიატოვა და სწავლა კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი დოლგანოვიმა კასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წლის 9 მაისს დაამთავრა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 26 აგვისტოდან 1893 წლამდე გიორგი დოლგანოვი პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

გლებ ალექსანდრეს ძე ფონ-ლემლეინმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი.

1918

ტიპი: განათლება

გლებ ალექსანდრეს ძე ფონ-ლემლეინმა დაამთავრა ლოზანის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ძნელაძემ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიტე სვიმონის ძე ქიქოძემ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლი 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი იყო პროფესორი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ ახლად დანიშნულ სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს არ ჰქონდა სამხედრო განათლება და გამოცდილება.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ანტონ ლასხიშვილი სტუდენტი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს სოსო ასლანიშვილი სტუდენტი იყო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პ. ფ. პალატნიკოვის ბუღალტერიის პრაქტიკულ კურსებზე მეცადინეობა დაიწყებოდა 1-ლი თებერვლიდან.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 8 აპრილს ი. ვ. გოპაძეს პეტერბურგის სამხედრო-საექიმო აკადემიაში მკურნალი დოქტორის ხარისხის მისაღებად დისერტაციის დაცვა ჰქონდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ექვთიმე კაჭახიძე სასულიერო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საბაღოსნო სკოლაში მისაღები გამოცდები დასრულდა. გამოცდების შედეგად სკოლაში პანსიონრებად მიიღეს: გრიშინი, ჩოლოყაშვილი, მაყაშვილი, მორთულაძე, ჩარუევი, ვაჩნაძე და ინდუაშვილი.