რეგისტრირებული ფაქტები17744
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი იყო ბათუმის სკოლის ყოფილი გამგე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 იანვრიდან (კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანებით) საგუბერნიო მდივანი ჩარექიშვილი უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიის პირველ მდივნად. კომისიას ევალებოდა ცნობების შედგენა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავად-აზნაურთა გვარების შესახებ.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 იანვრიდან (კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანებით) ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი იზუმსკი უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიის წარმომადგენლად. ამ კომისიას ევალებოდა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურთა გვარების შესახებ ცნობების შედგენა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიური კრების თავმჯდომარედ აირჩიეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 8 იანვარის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიური კრების მდივნად აირჩიეს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს მარიამ არჩილის ასული წერეთლისა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით ახალციხეში მილიციის უფროსად ნიკოლოზ იაკინთეს ძე მესხიევის არჩევა სურდათ, მაგრამ შემდგომში მისი სხვა უფრო მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა გადაუწყვეტიათ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქარსიძეს მიანიჭეს „კოლეჟსკი ასესორის“ წოდება.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, მეჯვრისხევის პოლიციის უფროსი იყო წერეთელი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, მეჯვრისხევის ერობის წევრი იყო კასრაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, მეჯვრისხევის ერობის წევრი იყო ადიბეგოვი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, დუშეთის ჩიხის რწმუნებული იყო ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვლის თარიღით პლატონ დავითის ძე ხიზანიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 30 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის 8 აგვისტოს პოდპორუჩიკი თუმანოვი პორუჩიკად დააწინაურეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მისი ამხანაგი – კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი – ივანე იულონის ძე ოსიძე, ხაზინადარი – ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავა.

