რეგისტრირებული ფაქტები17744
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (სუმბათოვი) იყო ახალქალაქის მაზრის უფროსი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოჰანესოვი შუშის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს გრიგოლ ბიბლიანცი მეტეხის სკოლაში გ. წულუკიძის ნაცვლად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ქართული კaრგად არ იცოდა, ამიტომ ვერ შეძლებდა მის სწავლებას.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, კავკავის სკოლის მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სკოლის მასწავლებელი პლატონ წულუკიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ, მის ნაცვლად კი ივლიანე გოგოლაშვილი დაენიშნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თელავში დაინიშნა იაგორ ოსკანოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა მაზრის უფროსი ნიკოლოზ მესხიევი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ მესხიევს ჰქონდა „კოლლეჟსკი ასესორის“ ჩინი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ ოსკანოვი იყო მე-2 გილდიის ვაჭარი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის აგვისტომდე მარიამ ალექსანდრეს ასული ლორთქიფანიძისა დიდი ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგე იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანი ილემში მისივე დაარსებული სახალხო სამკითხველოს გამგე იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილია ქუთათელაძე დიდ ჯიხაიშში მასწავლებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 აგვისტოს ილია ქუთათელაძე დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგედ დაინიშნა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის ნოემბერში ს. რ. ბუაჩიძე სოფ. ლეღვნის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.
1821
ტიპი: თანამდებობა
1821 წელს რუსეთის ჯარების ხელშეწყობით აფხაზეთის სამთავრო დიმიტრი შარვაშიძეს ერგო.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს დიმიტრი შარვაშიძისთვის პოლკოვნიკის წოდება უბოძებია.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ასლან-ბეის გაქცევის შემდეგ აფხაზეთის სამთავროს მმართველობა მისი უფროსი ძმის, საფარ-ბეის ხელში გადასულა.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ სამოქალაქო მრჩეველი კავალინსკი რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებული ყოფილა მეფე გიორგი XII-სთან.

