საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე ზაქარიაძეს სამხედრო გენერლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა, სადაც მან ამ თანამდებობაზე გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი შეცვალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის განმავლობაში ალექსანდრე ზაქარიაძე იყო ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, საველე არმიის შტაბის უფროსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საერთო, შემდეგ კი, ოპერატიული სექციის უფროსი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის უფროსი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე ზაქარიაძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 18 თებერვლიდან დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით ალექსანდრე ზაქარიაძე ლიტვის მე-2 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 6 დეკემბერს ალექსანდრე ზაქარიაძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 13 დეკემბრიდან ალექსანდრე ზაქარიაძე 27-ე საარმიო კორპუსის შტაბის ობერ-ოფიცრად დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1915 წლის 3 მარტს, ალექსანდრე ზაქარიაძე კაზაკთა მე-3 კავკასიური დივიზიის შტაბის ადიუტანტად დაინიშნა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 9 სექტემბერს ალექსანდრე ზაქარიაშვილს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1927 წლებში სიმონ ესაძე სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსად მუშაობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში სიმონ ესაძე საქართველოს მთავარი საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციის უფროსად მუშაობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტიდან სიმონ ესაძე მსახურობდა საბჭოთა წითელ არმიაში, გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსად.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921 წწ.) სიმონ ესაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი, ქართული არმიის არქივისა და მუზეუმის უფროსი.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1918 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების უფროსად მსახურობდა. ამავდროულად მუშაობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის აღწერის კომისიის თავმჯდომარედ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 6 დეკემბერს სიმონ ესაძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-1911 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების რედაქტორი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901-1909 წლებში სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე ჩიქავა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აჯანყების დროს სოლომონ ყარალაშვილს დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლის თანამდებობა ეკავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში სოლომონ ყარალაშვილი იყო ცხინვალის ლაშქრის უფროსი, ფოთის პორტისა და სადგურის გენერალ-გუბერნატორი, ფოთში განლაგებული ჯარების და ჯავშანმატარებლის უფროსი.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 6 დეკემბერს სოლომონ ყარალაშვილს ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.