რეგისტრირებული ფაქტები18203
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ი. მ. ლაზარევი აწარმოებდა კონიაკსა და არაყს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ტყეშელაშვილი იყო კანის და ვენერიულ სნეულებათა ექიმი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ზანდუკელი იყო ექიმი, მოსკოვის კლინიკისა და სანატორიუმის ყოფილი ასისტენტი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის დირექტორი ვიტტე დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. იგი იმავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სენაკის გამგეობის მმართველი ბიკოვი უნდა გადაეყვანათ ფოთში, რათა იქ გაეგრძელებინა მუშაობა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის აგრონომი სერებრიაკოვი დროებით დაითხოვეს სამსახურიდან.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ც. ამირაჯიბს ერთი წელი ქუთაისის დასში უნდა ემუშავა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ჭიათურაში ი. კაკაბაძის ინიციატივით გახსნილ საკვირაო სკოლაში ანაზღაურების გარეშე ასწავლიდნენ თვითონ კაკაბაძე, ასევე ბესარიონ ვაშაძე და კარპე მოდებაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი 26 ხმით 3-ის წინააღმდეგ სოხუმის ქალაქისთავად აირჩიეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისმაილ პავლეს ძე გოგოლაშვილი ქუთაისის მდაბიო მოქალაქეთა მამასახლისი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ გაბრიელის ძე ფრუიძე ლეჩხუმის გლეხთა რწმუნებული იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავა ექიმი იყო.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა, თანამდებობა დატოვა, მის ადგილზე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე დაინიშნა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პ. ხრამცოვი სიღნაღის საქალაქო სკოლის მასწავლებელი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოსმანა აჯი-ოღლი ქუთაისში მეპურედ მუშაობდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ მელაძე ქუთაისში მზარეულად მუშაობდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს ნ. ქობულოვისა ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია იყო დეპარტამენტის მმართველი იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა იყო მამასახლისთა საბჭოს თავმჯდომარე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი გუჯეჯიანი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გამგზავრების გამო მისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩავა, ვაჭარი, ქუთაისში მუშაობდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კასპარიანცი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი იყო.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, სტამბა „კომუნისტის“ დირექტორს, ნაზარეტიანს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, მოიხსნა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა სტამბის საამქროს გამგედ.

