რეგისტრირებული ფაქტები18203
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 სასწავლო წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგე-კომიტეტის შემადგენლობაში იყვნენ: თავმჯდომარე მ. ვ. ჯამბაკურ-ორბელიანისა, თავმჯდომარის ამხანაგი ი. დ. უთნელიშვილი, წევრები – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გრიგოლ დიმიტრის ძე დ. გაბაშვილი, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი, ქ. გ. მაღალაშვილი და ექ. სპ. ვირსალაძე.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, წერეთელსა და პატარაიას, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, საქართველოს მთავლიტის უფროსს, არჩილ გერმანეს ძე რუხაძეს, კი შენიშვნა მისცეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვა ცუდად მოწმდებოდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კოწია ჯაფარიძე თბილისის ხმოსანი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არსენ კიკაბიძე ქუთაისში მეპურედ მუშაობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 19 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე მიხეილ კეკელია იყო, მდივანი – ვალერიან გეგეჭკორი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ივნისს სამსონ თოფურია ქუთაისის ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ივნისს ყარამან დათეშიძე ქუთაისში ქალაქის ხმოსანთა ამომრჩეველ კრებაზე ასისტენტი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე ნ. ჯანელიძე ასისტენტი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსანთა ამომრჩეველ კრებაზე ს. თოფურია ასისტენტი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში ერევნის რაიონის მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე კარაპეტ იაკობის ძე კიალოვი მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის პედაგოგი ლავრენტი აღლაძე თონეთის სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ და მისთვის იქაური პედაგოგის ანაზღაურებაზე ათი მანეთით მეტი მიეცა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის მასწავლებლების ჩივილის მიუხედავად, ინსპექტორის თანამდებობაზე დაეტოვებინა სამსონ ყიფიანი, რომელმაც საყვედური მიიღო სკოლაში დისციპლინური დარღვევებისა და დავთრების არასწორად წარმოების გამო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის აღმზრდელი დიმიტრი ლორთქიფანიძე სენაკის სკოლაში გაეგზავნა სამუშაოდ, მის ნაცვლად კი იასონ ნიკოლაიშვილი დაენიშნა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის ოქტომბრამდე ლექვინაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს სკოლის მასწავლებელი და სამკითხველოს გამგე იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ჩაჩანიძე ქუთაისის ბაზრის ზედამხედველი და სანიტარი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 იანვარს გაზეთ „სამუსულმანო საქართველოში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კირილე ნინიძეს, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ გზათა მინისტრობა შესთავაზა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სვიმონ მეღვინეთუხუცესი იყო ხაზინადარი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილს ჰქონდა გვარდიის როტმისტრის წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე აზიმოვი იყო „კოლლეჟსკი სეკრეტარი“.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ბაბიევსკი იყო „კოლლეჟსკი სოვეტნიკი“.

