რეგისტრირებული ფაქტები17587
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
ელისაბედ ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის ქართულ სკოლაში 1918 წლის 5 ოქტომბრამდე ითვლებოდა პედაგოგად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ ახალი გამგეობა აირჩია. გამგეობის თავმჯდომარედ ტროფიმე ჯოხთაბერიძე დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 მარტს სიმონ გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების მდივნად აირჩიეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 მარტს ნოე ნადარეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადრად აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლად დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად დროებით ეკატერინე მალხაზის ასული კედია მიიწვია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივნის მოვალეობას დროებით ხაზინადარი ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავა ასრულებდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძეს სახალხო სკოლებში მუშაობის 36-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ბოლო 17 წელი მან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში იმუშავა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს გრ. ივანოვი, შ. თაბუკაშვილი, ი. ხუსკივაძე, ნ. ხაფავა, კ. შატბერაშვილი და სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ეკატერინე გაბაშვილის სკოლის ქართული სიმღერის მასწავლებელი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს დავით კარიჭაშვილი განაგებდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო ანდრია ღულაძე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის დეკემბერში გიორგი გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის დეკემბერში დიმიტრი დუმბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის დადგენილებით, გრიგოლ ბურჭულაძე თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურედ დაინიშნა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრ-მდივანი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს გრიგოლ ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგე იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 30 აპრილს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, კირაკოზოვი იყო თბილისის სახაზინო პალატის I განყოფილების №5 "სტოლ"-ის სტოლონაჩალნიკი.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს შალვა გოგებაშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიელთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო, ცხოვრობდა მისამართზე: ტურგენევის ქ., სახლი №1, ბინა 19.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს გედეონ მეფარიშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მდივანი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 4 აპრილს გ. ბ. წულუკიძე, მ. დ. კილოსანიძე, ს. მ. თავართქილაძე, ნ. ა. ბაკურაძე, ს. თ. იობაშვილი, გ. ქარუმიძე, ვ. ბ. ავალიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 4 აპრილს ვ. ვ. გიგინეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების მდივნად აირჩიეს.

