საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3404

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღეს ონის ქართველ ებრაელთა რაბინმა დავით ბააზოვმა გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 16 ნოემბერს პეტერბურგში გარდაიცვალა მიწათმოქმედების სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი ივანე ივანეს ძე ტიხეევი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წელს ახალციხის რაიონის სოფ. უდეში გარდაიცვალა ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე და წიგნთსაცავ-სამკითხველოს გამგებელი იაკობ პავლეს ძე მერაბოვი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 16 ნოემბერს უეცრად გაირდაიცვალა სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების ბუღალტერი ა. კლეპანსკი.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 25 აპრილს ირ. ლუარსაბის ძე ხელაძე ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 აპრილს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ნიკოლაევის ციხეში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილი 1916 წლის 7 მაისს გერმანიაში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

მოხალისე მებრძოლი ერმალოზ როსტომის ძე კორძაია I მსოფლიო ომში, 1915 წელს, პრუსიის საზღვარზე მოკლეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 მაისს თბილისში პოეტი იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში, 1916 წლის 20 მარტს, ამბ. აღნიაშვილი მოკლეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 17 მარტს ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი დაიღუპა შავ ზღვაში გემ „პორტუგალიისთვის“ ნაღმის სროლის დროს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 მარტს მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილი მოსკოვის მონასტრის ლაზარეთში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 მარტს ლანჩხუთში 28 წლის ლეო ბარამიძე გარდაიცვალა.

1878

ტიპი: გარდაცვალება

1878 წლის 12 ივლისის „დროებაში“ პელაგია ნაცვალოვის ნეკროლოგი დაიბეჭდა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

კაპიტანი იოსებ დავითის ძე ყანჩაველი I მსოფლიო ომში, 1915 წლის 22 მაისს, მოკლეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

სახადით დაავადებული ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი 1915 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. ის შუამთის მონასტერში დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 22 თებერვალს სახადით გარდაიცვალა ვარლამ ლევანის ძე გელოვანი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 24 ნოემბერს თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოზე, დაასაფლავეს მ. ი. ბეგთაბეგოვისა, რომელიც იყო თბილისში ცნობილი სოვდაგრის, ივანე ჩითახოვის შვილი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 24 ნოემბერს თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოზე, დაასაფლავეს მ. ი. ბეგთაბეგოვისა. გარდაცვლილის სახელზე ვანქის ეკლესიაში წირვა გადაიხადა კათალიკოსმა მკირტიჩ 1-მა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში დაღუპული არჩილ სიმონის ძე წერეთელი 1915 წლის 21 იანვარს საჩხერეში დაკრძალეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე პავლიაშვილი გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

მიხეილ ალექსანდრეს ძე წერეთელი I მსოფლიო ომში, 1915 წლის იანვარში, პრუსიის საზღვარზე მოკლეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 31 იანვარს პეტრე გაიოზის ძე გაბუნია ოსმალეთის ტერიტორიაზე მოკლეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 18 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.