რეგისტრირებული ფაქტები17475
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: თანამდებობა
1929-1930 წლებში დიმიტრი ჯანელიძეს ეკავა მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის უმცროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924-1925 წლებში დიმიტრი ჯანელიძე მუშაობდა სტატისტიკოსად ზემოავჭალის შრომის ელექტროსადგურის კომიტეტში.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1939 წლებში ალექსანდრე შანიძე მუშაობდა თბილისის კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკაში მასობრივი განყოფილების გამგედ.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926-1929 წლებში ალექსანდრე შანიძე მუშაობდა წერა-კითხვის სალიკვიდაციო სკოლის მასწავლებლად.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წელს ბორის ჩხეიძე იკავებდა საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი სექციის მდივნის თანამდებობას.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1923 წლებში ბორის ჩხეიძეს ეკავა წითელი არმიის რაიკომის მდივნის თანამდებობა თბილისში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-1922 წლებში ბორის ჩხეიძე მუშაობდა მასწავლებლად შორაპნის მაზრის დაწყებით სკოლაში.
1948
ტიპი: თანამდებობა
1948 წელს სიმონ მთვარაძე იყო თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის პასუხისმგებელი მდივანი.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947 წელს სიმონ მთვარაძე იკავებდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგის თანამდებობას.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1894 წლებში თედო სახოკია მიხეილ რომანოვის ბორჯომის მამულში მეტყევედ მუშაობდა.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943-1944 წლებში სიმონ მთვარაძე მუშაობდა რაიაღმასკომის პასუხისმგებელ მდივნად საგარეჯოში.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1939 წლებში სიმონ მთვარაძე იკავებდა საქართველოს მწერალთა კავშირის დრამსექციის მდივნის თანამდებობას.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1937 წლებში სიმონ მთვარაძე მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ.
1966
ტიპი: თანამდებობა
1966 წლიდან სიმონ წვერავა ხელმძღვანელობდა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოსთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანებას.
1952
ტიპი: თანამდებობა
1952 წლის ივნისში საქართველოს მწერალთა კავშირის მოთხოვნითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით სიმონ წვერავა დაინიშნა გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის” დირექტორად.
1948
ტიპი: თანამდებობა
1948-1952 წლებში სიმონ წვერავა იკავებდა ქართული ალმანახის რედაქტორის თანამდებობას აფხაზეთში.
1948
ტიპი: თანამდებობა
1948 წლის სექტემბერში საქართველოს მწერალთა კავშირის თხოვნითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით სიმონ წვერავა გაგზავნეს აფხაზეთში მწერალთა ორგანიზაციის ქართული სექციის თავმჯდომარედ.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1948 წლებში სიმონ წვერავა იყო საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის მუშაკთა პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირში მასობრივი განყოფილების გამგედ.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1935 წლებში სიმონ წვერავა იყო ხონის რაიონისა და ქალაქის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რადიოკომიტეტის რწმუნებული და გაზეთ „დამკვრელის” კოლეგიის წევრი.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წლის იანვარში სიმონ წვერავა საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მობილიზაციის წესით ხონის რაიპროფსაბჭოს თავმჯდომარედ გაგზავნეს.

