საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18203

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის დეკემბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ უმცროსი ჩინოვნიკი ალოიზ მიზანდარი, რათა გაეგრძელებინა მუშაობა გუბერნიის მმართველობაში, შტატსგარეთ.

1874

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოსმალთა ბატონობის მიუხედავად 1874 წლისათვის სოფელ ფარხალოს მოსახლეობას თავისი მღვდელი, გვარად ღებრაძე ჰყავდა, რომელიც აღასრულებდა მამა-პაპურ სარწმუნოებას.

1867

ტიპი: თანამდებობა

„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემდეგი, 1867 წლიდან ცისკრის რედაქციის საქმიანობაში უმთავრესად ანტონ ფურცელაძე იქნებოდა ჩართული.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი დაინიშნა ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად იმ წლის პირველი სექტემბრიდან.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ აქვსენტი ფაღავა სამი წლის განმავლობაში ასრულებდა განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობას.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ ისევ აქვსენტი ფაღავა აირჩიეს ერთხმად.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 5 მაისს სოფელ რუისში დააარსეს რუისის სოფლის ბანკის ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი გენერალ-ადიუტანტი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე გენერალ-ადიუტანტი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გრიგოლ მაჭავარიანი აკაურთის, ბობრალოს ან გომარეთის სკოლის მასწავლებლად უნდა დანიშნულიყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძე იყო მასწავლებელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 ივნისის „ივერიის“ მიხედვით, ნიკო ლეონიძე ქვემო ჭალის სკოლის მასწავლებელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე თარხნიშვილი პეტერბურგის საექიმო აკადემიაში ფიზიოლოგიის პროფესორად დანიშნეს.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ პეტრიაშვილი ოდესაში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან 1917 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში მსახურობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქარსიძე იყო სურამის პრისტავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ციციშვილს მიანიჭეს „კოლლეჟსკი სეკრეტრის“ წოდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ციციშვილი იყო „სეკრეტარის“ თანაშემწე.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაბრიელ კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი სომხეთის არქიეპისკოპოსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფავლენოვს მიანიჭეს „გუბერნსკი სეკრეტრის“ წოდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფავლენოვი იყო „კოლლეჟსკის რეგისტრატორი“.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, სოფელ მეჯვრისხევის რაიონის კომენდანტი იყო ექვთიმე წიფურია.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს პოლიკარპე ლორთქიფანიძე საწირის სკოლის პედაგოგი იყო.