საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 18 თებერვლიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ გენერალ-მაიორი ივანიცკი. ივანიცკის სამსახურიდან წასვლის შემდეგ უნდა მიეღო მუნდირი და პენსია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო მოსამართლის მდივანი ივანე ფილიპეს ძე ფხაკაძე ოზურგეთის რაიონის საგამოძიებო სამმართველოს მოსამართლის დამხმარედ დაინიშნა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს სპირიდონ ჟორჟოლიანი საგუბერნიო ციხის ზედამხედველი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე მიხეილ თომას ძე ნიკურაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ლეჩხუმის რაიონის მომრიგებელ-მოსამართლე ნოშრევან ბეჟანის ძე ხარაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოში უფროს ნოტარიუსად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე ნიკოლოზ კირიონის ძე რაზმაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი ექიმად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის გიმნაზიაში რუსულ ენას ასწავლიდნენ ალექსი ბარსოვი, კ. ს. ზაბეჟკინი, გიორგი აგლაძე და პ. კორხანიდი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ტყებუჩავა ვაჭარი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს შალვა ანტონის ძე მიქელაძე ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი გიმნაზიის დირექტორი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე მელიქიშვილი ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანდრი კვირკველია ვაჭარი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თბილისის მე-3 განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე პეტრე ბესარიონის ძე კიზირია თბილისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციულ განყოფილებაში დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თელავის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლე ალექსანდრე სერგოს ძე დანიელბექოვი ერევნის სამხარეო სასამართლოს განყოფილებაში დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო სასამართლოს პროკურორის ამხანაგი გიორგი კონსტანტინეს ძე ხარაზოვი და ამავე სასამართლოს უფროსი ნოტარიუსი ანტონ სტეფანეს ძე ხაბურძანია ქუთაისის სამხარეო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან 1916 წლამდე მარიამ ლომინაძე კავკავისა და ბათუმის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი საქარხნო და სამრეწველო მუშების წარმომადგენელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თბილისის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა ამავე სასამართლოს წევრი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჭავჭავაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ელისავეტპოლის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა სასამართლოს წევრი საბინ ფომიჩის ძე სკრობეცკი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირეში ნოტარიუსად მუშაობდა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, კირილე იესეს ძე ნინიძე იყო საზოგადოების იურიდიული კონსული.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ილია ჭავჭავაძე.