საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ოქროს მედალზე დაასრულა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის მარტში ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე იენის უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით ისტორიას სწავლობდა. იგი 3-4 წელი აპირებდა სასწავლებლად გერმანიაში დარჩენას.

1866

ტიპი: განათლება

1866 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის ნებით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალება სხვა კავკასიელებთან ერთად მიეცათ ქართველ სტუდენტებსაც, მათ შორის ქუთაისის გიმნაზიის კურდამთავრებულებს – ბესარიონ ჭიჭინაძეს, ვასილ სემიბრატოვსა და კონსტანტინე ივანოვს.

1865

ტიპი: განათლება

1865 წლის 15 თებერვალს გაბრიელ ეჯუბაშვილმა კანდიდატის ხარისხი მოიპოვა პეტერბურგის უნივერსიტეტში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის 3 მარტს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს მიხეილ ვორონოვი ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებლის პირველი კლასის მოსწავლე იყო.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ სოხაძე იყო თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული.

1916

ტიპი: განათლება

1916-1917 წლებში შალვა მაღლაკელიძე თბილისის დიდი მთავრის მიხეილის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. მან პოდპორუჩიკის წოდება მიიღო.

1901

ტიპი: განათლება

1901-1903 წლებში დიომიდე თოფურიძემ უმაღლესი იურიდიული განათლება პარიზში მიიღო.

1920

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ სარქისის ძე ავეტისიანცი თბილისის მე-3 გიმნაზიაში 11 წელი სწავლობდა. მისი ყოფაქცევა იყო სანიმუშო, გაკვეთილებზე დასწრება – აკურატული, გაკვეთილების მომზადება – ასევე, წერითი დავალებების შესრულება – ასევე, კლასში ყურადღებით ყოფნა – ყურადღებითაა, სწავლისადმი ინტერესი – აქვს მათემატიკისადმი, მისი საგნები და შეფასებები იყო: ჰიგიენა – 3, არითმეტიკა – 3, რუსული ენა და სიტყვიერება – 3, ლოგიკა – 3, ლათინური ენა – 3, საქართველოს ისტორია – 3, სამართალმცოდნეობა – 5, მათემატიკა – 5, ფიზიკა და მათემატიკური გეოგრაფია – 4/4, ისტორია – 3, გეოგრაფია – 3, ფრანგული ენა – 3, გერმანული ენა – 3, სომხეთის ისტორია – 3. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1920 წელს მას მიეცა ატესტატი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ბარსეგ (ვასილ) გრიგოლის ძე ბასილიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის 1-ლ განყოფილებაში.