საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17199

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გასული წლის პირველ დეკემბერს გამგეობას თხოვნით მიმართა გომის ბიბლიოთეკის სამზრუნველომ, რომ გაეწიათ შუამდგომლობა გუბერნატორთან ახალი გამგის დამტკიცების თაობაზე და ასევე ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ მათი თხოვნა შუამდგომლობის შესახებ დააკმაყოფილა, რის შედეგადაც გუბერნატორმა გამგედ პარმენ დომენტის ძე მაჭარაშვილი დაამტკიცა, ხოლო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გაგზავნა ახალი გამგის დამტკიცების შემდეგ გადაწყვიტა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 11 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ყაზბეგის სკოლის მასწავლებლები იყვნენ: ზაქარია აღნიაშვილი და დათიკო მინდელი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ატენის სკოლისათვის მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ ატენის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ მაქსიმე მარკოზაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხან-პაპიანი საქმეთმწარმოებლის დამხმარედ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში ალექსანდრე ვასილის ძე მელიკ-ალახვერდოვი საქმეთამწარმოებელად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით ვლადიმერ ვიკენეევის ძე კოზელლი განყოფილების უფროსად დაინიშნა დევნილთა და სხვა ტიპის განყოფილებაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით ვლადიმერ პავლეს ძე კრასოვსკი დაინიშნა ხეიბარ სამხედროთა განყოფილების საქმეთმწარმოებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით, გიორგი გიორგის ძე ილაშვილი დაინიშნა ხეიბარ სამხედროთა განყოფილების უფროსად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანებით ჯარისკაცთა განყოფილებაში ექსპედიტორ-საქმეთამწარმოებელი ფარსადან ივანეს ძე მელიკ-პარსადანოვი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ჯარისკაცთა განყოფილების ხელმძღვანელი 15 მაისიდან ნაზარეთ ივანეს ძე დოხიკოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ჯარისკაცთა განყოფილების მიმართულებით გაგერინ არტემის ძე პაპოვიანცი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა ნიკოლაი ევსეევის ძე სევერენკო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა არმენაკ არტემის ძე კანაზოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა მინისტრის საქმეთმწარმოებელი 12 მაისიდან გაგერინ კამსაროვიჩის ძე ტერ-დავიდცი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 მაისს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს ბრძანების მიხედვით სამუშაოს შესასრულებლად დაინიშნა სამთო ინჟინერი არტემინ ოვაკიმეს ძე აგაბაბოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლავროსი პავლეს ძე კიღურაძე დამფუძნებელი კრების წევრდ აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გ. ნ. იაკუბენკო მუშაობდა კურიერის შტატში. მისი ანაზღაურება იყო 2385 რუბლი.