რეგისტრირებული ფაქტები18203
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი თბილისის გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებელი იყო
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დავით კარიჭაშვილი თბილისის გიმნაზიის ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს თ. ი. ავილოვი თბილისის გიმნაზიის რუსულისა და გერმანულის მასწავლებელი იყო.
1964
ტიპი: თანამდებობა
1964 წლის ნოემბერში ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელენე მეტრეველი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
1951
ტიპი: თანამდებობა
1951 წელს ქრისტინე შარაშიძე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.
1940
ტიპი: თანამდებობა
1940 წელს კონსტანტინე გრიგოლის ძე გრიგოლია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა საკატალოგო აღწერილობის შემმოწმებელი კომისიის განყოფილების გამგე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ალექსანდრე ციმაკურიძე და ალექსანდრე ნათაძე ქართულ ენას ასწავლიდნენ თბილისის გიმნაზიაში.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს სტამბა „კომუნისტის“ დირექტორს, ნაზარეტიანს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და მოიხსნა დაკავებული თანამდებობიდან. ის სტამბის საამქროს გამგედ გადაიყვანეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კ. ი. ბაგრატიონ მუხრან-ბატონი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ა.ვ. ქუთათელაძე თბილისის გიმნაზიის ქართული ენისა და სამშობლოს აღწერის მასწავლებელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ივანე გიორგის ძე რატიშვილი თბილისის გიმნაზიაის რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ვლადიმერ ლორთქიფანიძე თბილისის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვარში ღარიბ მოწაფეთა შემწე საზოგადოების კრებაზე გამგე-კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე იოსების ძე თუმანიშვილი (თბილისის მაზრის წინამძღოლი), თავმჯდომარის ამხანაგად – იოსებ ღულაძე, წევრებად – ალექსანდრე ჯაბადარი, ვასილ რცხილაძე, ნიკო ცხვედაძე და ალექსანდრე მდივანი.
1907
ტიპი: თანამდებობა
1906-1907 სასწავლო წელს ქალთა სამზრუნველო საბჭოს (თავმჯდომარე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა) ვაჟთა გიმნაზიასთან დაარსდა თბილისის ქალთა ქართული სასწავლებელი.

