რეგისტრირებული ფაქტები17624
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება 1909 წელს დაარსდა. განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე აირჩიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ლუკა გიორგის ძე ჟვანია იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი და მოლარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერია.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან ქეთევან სერგოს ასული ჯინჭველაშვილი აკაურთის სკოლის მასწავლებელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან მიხეილ ჩიქვინიძე და ნატალია ბასილაშვილი ვარიანის სკოლის პედაგოგები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გამგეობამ 1915 წლის იანვარიდან ივლისის ჩათვლით 17 სხდომა ჩაატარა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლის გამგე და პირველი კლასის მასწავლებელი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძე იყო მართლმადიდებელი მღვდელი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველ ოქტომბერს ბარბარე ეგნატეს ასული კასრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მიერ გახსნილ სოფ. ნაბადის ერთკლასიან სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე, გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე, თადეოზ გიორგის ძე კეშელავა და მიხეილ ოტიას ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ლავრენტი იოანეს ძე წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომერედ აირჩიეს.
1881
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრებაზე კომიტეტის წევრებად აირჩიეს: თედო ჟორდანია, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე და ნიკო ნიკოლაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი და ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების სასკოლო კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე საბახტარაშვილი, ანდრია პეტრეს ძე ჟვანია, იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი, ლავრენტი მაქსიმეს ძე ტუღუში, მიხეილ ოტიას ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თეატრის მშენებლობის კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს გამგეობის წევრები იყვნენ: ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მისი ამხანაგი − ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, გამგეობის მდივანი − ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ხაზინადარი − ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

