რეგისტრირებული ფაქტები3404
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის იანვარში გიგო ივანეს ძე თოიძე დაჭრილ მეომართა მიღების დროს სახადით დაავადდა და 15 იანვარს გარდაიცვალა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 14 იანვარს ქაშვეთის ეკლესიის მედავითნე და მგალობელი გიორგი ზალიკანიანი გარდაიცვალა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში მომრიგებელი მოსამართლე ფიოდორ ნიკოლოზის ძე უსტიანოვიჩი გარდაიცვალა.
2024
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ერემის ძე ანთაძე გერმანიის საზღვარზე ბრძოლის დროს გარდაიცვალა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წელს ქუთაისის მოურავის მოადგილის შვილი, პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე პავლეს ძე მოსიძე გერმანელებთან ბრძოლის დროს პოლონეთში მოკლეს.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში გერმანიის საზღვართან გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძე მოკლეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 22 ნოემბერს ძმებმა ლუკა და ერმალოზ ხახლიანიძეებმა ჩხუბისას გიორგი ბერიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ მეთოდე ვასილის ძე ქათამაძე ახლობლებსა და ნათესავებს ატყობინებდა, რომ 25 ნოემბერს ჩხარის მაცხოვრის ეკლესიაში მისი გარდაცვლილი მეუღლის, თებრომია ქათამაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წირვა აღსრულდებოდა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოლკოვნიკი ლევან კონსტანტინეს ძე მამაცაშვილი დასავლეთის ფრონტზე მოკლეს.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ლუკა თათეიშვილი გარდაიცვალა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში I მსოფლიო ომში დაჭრილი უნტერ-ოფიცერი ბესარიონ ქარცივაძე გარდაიცვალა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში გიორგი ხერხეულიძის ოჯახმა ცნობა მიიღო, რომ იგი ომში მოკლეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ეკატერინე თამაზაშვილის შეტყობინება მისი ვაჟის, ალექსანდრე თამაზაშვილის გარდაცვალების შესახებ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 2 იანვარს 23 წლის მეტეხელი სცენისმოყვარე ვანო მაღალაშვილი ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 3 თებერვალს ვექილი, ქართული და რუსული ჟურნალ-გაზეთების თანამშრომელი გიორგი გრძელიშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოდპ. გ. ე. ბაბალაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 4 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 7 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს საკუთარი ბინიდან (პეტრე დიდის ქუჩა N22) ქუთაისში გადაასვენებდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 9 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს ქუთაისში, წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 დეკემბერს სანაპირო რაზმის ლეიტენანტი ივანე ვასილის ძე ზედგინიძე დაიღუპა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 6 თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის ორმოცი დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 10 თებერვალს ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძეს პეტრე-პავლეს ეკლესიაში გადაასვენებდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 8 თებერვალს დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძეს სიონის ტაძარში გადაასვენებდნენ და გადაიხდიდნენ პანაშვიდს.

