რეგისტრირებული ფაქტები17475
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1941 წლებში გიორგი ნატროშვილი მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორის მოადგილედ.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929-1930 წლებში გიორგი ნატროშვილი იკავებდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის” ლიტმუშაკის თანამდებობას.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1932 წლებში გიორგი ნატროშვილი პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ლიტკონსულტანტად მუშაობდა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1894 წლებში თედო სახოკია ზესტაფონში შავი ქვის ცნობილ მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის კორესპონდენტად.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 29 აპრილს თბილისის გზათა უფროსის თანაშემწედ დანიშნეს სლიუჟინსკი, დაღესტნის გზათა უფროსის თანაშემწე.
1802
ტიპი: თანამდებობა
1802 წლის 8 სექტემბერს პავლე ციციანოვი დაინიშნა კავკასიური სასაზღვრო ხაზის ინსპექტორად.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 7 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის საბჭომ რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი განმეორებით აირჩია თავადაზნაურობის მარშლის თანამდებობაზე.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1900 წლებში სოხუმის სასულიერო უწყებას ეპისკოპოსი არსენი (იზოტოვი) ხელმძღვანელობდა და მის გარემოცვაში ყველა მღვდელი რუსი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, თბილისის ფოსტის ყოფილი მმართველი სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი სტავროპოლის ფოსტის მმართველად დაინიშნა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე ბასეინოვი სურამის მომრიგებელი სასამართლოს მდივანი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს საქართველოს ექსარხოსის განკარგულებით მთავარმართებლის საბჭოში სასულიერო წოდების წარმომადგენლად დაინიშნა დეკანოზი იოანე ვოსტორგოვი. იგი საბჭოს მიერ საერობო ხარჯების განხილვას უნდა დასწრებოდა მხოლოდ მაშინ, როცა საუბარი შეეხებოდა საეკლესიო-სამრევლო სკოლების დაარსებას ან მათ შესანახად ფულის გადადების საკითხს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 24 ნოემბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე დაასახელეს თბილისის მოურავობის კანდიდატები: კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, ალექსანდრე მიხეილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი და ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე მიქელაძე, ასევე ბაქოს მოურავი ნოვიკოვი.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, კაფაფოვი სურამის მომრიგებელი სასამართლოს მოსამართლე იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანი ალექსანდროვის სამასწავლებლო ინსტიტუტის მასწავლებელი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, რ. ანდრონიკაშვილი კავკასიის სამოქალაქო საექიმო უწყების გამგებელი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, ჰუსეინ მემედის ძე ხინიკაძე ლეიტენანტი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ისაი დოლუხანოვი ქალაქის გამგეობის წევრი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, არშაკ სტეფანოვი უფროსი პოლიცმაისტერის კანცელარიის მწერალი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 1-ელი თებერვლიდან ნავსადგურთა სამმართველოს ინჟინერ-მშენებელი მიხეილ სპირიდონის ძე მაჭავარიანი დაინიშნებოდა ამავე სამმართველოს უფროსის თანაშემწედ.

