საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3350

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1885

ტიპი: განათლება

1885-1892 წლებში ელენე ბახტაძე ქუთაისის საქალებო გიმნაზიაში სწავლობდა. მან დაწყებითი განათლება მამის, ლუკა ბახტაძის მიერ საკუთარ სახლში დაარსებულ სკოლაში მიიღო.

1911

ტიპი: განათლება

1911 წელს ლ. კერესელიძემ იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. 

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ცისკარიშვილი ხარკოვში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ტ. ხუნდაძე მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტიდან გარიცხეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს გიორგი ჯანაშვილმა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ტ. ხუნდაძე ხარკოვში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ცისკარიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტიდან გამორიცხეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ალექსანდრე გიგინეიშვილმა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაასრულა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გრიგოლ ბიწაძე კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული და ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძემ პეტერბურგის აკადემია დაამთავრა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს მევენახეობა და მეღვინეობა რუსეთსა და საფრანგეთში ჰქონდა შესწავლილი.

1899

ტიპი: განათლება

1899-1900 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსიდან კიევის უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტზე გადავიდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.