საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს სამსონ მამულია იყო აბჰესის (აბაშის ჰიდროელექტროსადგურის) სააღმშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს სამსონ მამულია იყო აბაშის სამაზრო პარტკომის მდივანი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის მეთვალყურე იყო გრიგოლ ივანეს ძე გეგენავა.

1916

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკა დაარსდა 1916 წლის 14 აგვისტოს. ბიბლიოთეკას თავმჯდომარეობდა მღვდელი ერმილე ჟვანია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ბარბარე იასონის ასული გარსიაშვილი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სოფიოს სახელობის სკოლაში, ასევე კუკიისა და ავლაბრის სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერტურას ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ანა ექვთიმეს ასული შარაშიძე თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ვერის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პეტრე გიორგის ძე ჭარაია სამურზაყანოს ორკლასიან სამრევლო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ვასილ ბესარიონის ძე კახიძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ვასილ ბესარიონის ძე კახიძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს რევაზ გედევანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილებას (თავმჯდომარე – ი. შვილევი) ატყობინებენ, რომ 1911 წლის 10 აგვისტოს დადგენილებით მთავარმა გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძე მიიჩნია კავკავის ქართული სკოლის უფროსი მასწავლებლის სასურველ კანდიდატურად.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ დააარსა სეფიეთის ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ ერასტის ძე თოფურიძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნაქალაქევის ბიბლიოთეკის სამზუნველოს წევრები იყვნენ: ნესტორ გაგუა, ლუკა შალამბერიძე და ივანე ფარცვანია.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნოსირის ბიბლიოთეკა დაარსდა 1915 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილარიონ გულუა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი (ახალი თანამშრომელი), რომელთაც სამოქალაქო სასწავლებელში ჰქონდათ განათლება მიღებული, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის პედაგოგები იყვნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის ქალთა პროფესიულ სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა სოფიო ჩიტაძის ასული, ჭრა-კერვას – ფეოქტისა ბავკუნოვისა; სკოლაში 19 მოწაფე სწავლობდა – 17 ქართველი და 2 რუსი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით დაარსდა ახალსენაკის ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ვასილის ძე გამზარდია.