რეგისტრირებული ფაქტები17587
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკა დაარსდა 1912 წელს აკაკი ხაინდრავას სახელზე, რომლის დროებითი მმართველი იყო ივანე ხაინდრავა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სცენისმოყვარეთა წრის რეჟისორი იყო ევგენი კაკაბაძე, გამგეობის წევრები – თ. ი. ფუასისა, მარიამ ფუასისი, ვარლამ ბურჯანაძე, ტრიფონ შუბლაძე, გრიგოლ რაზმაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლაში ელენე დიმიტრის ასული ახმეტელაშვილი პირველ და მესამე განყოფილებას ასწავლიდა, თამარ ლევანის ასული ხელაშვილი – მეორეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის მასწავლებელ იოსებ ჩხატარაიშვილის ანაზღაურება თვეში ჯერ – 54 და შემდეგ 60 მანეთი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლა, რომელიც ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული. ეკატერინე ბახტაძე ამ სკოლის პედაგოგი იყო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს გიორგი დავითის ძე ოთხმეზური სამხედრო კომისრის დამხმარე იყო ახალციხეში.
1917
ტიპი: თანამდებობა
გიორგი დავითის ძე ოთხმეზური სამხედრო სამსახურში იყო 1917 წლის მარტიდან ომის დაწყებამდე ბათუმში.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს იორდანე მიხეილის ძე გოცაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს თეოფანე ბეჟანის ძე ნანეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო სამსონ პეტრეს ძე მამალაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო ბიქტორ ალფეზის ძე გაჩეჩილაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ძირითად საგნებს ასწავლიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ამ სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ჯერ ასწავლიდა სამინისტრო სკოლაში, შემდეგ კი – სენაკის თავად-აზნაურთა სკოლაში.
1909
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში (გაიხსნა 1909 წელს) ასწავლიდნენ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ბარბარე ზაზანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლის მასწავლებელ მარიამ პავლეს ასულ ჯარიაშვილს სკოლაში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე აირჩიეს.

