საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17475

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ლავრენტი იაკობის ძე ლორია ცედანის ეკლესიის მოძღვარი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს პავლე ხეთაგაშვილი, ივანე ქორფაშვილი და ტიტე ბურძგლა საბურთალოს სახალხო სახლის გამგეობის წევრები იყვნენ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს მარიამ დემურიასი და ი. ს. სტანიშევსკი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გიორგი გურული ქუთაისის ქართული სცენისმოყვარეთა ამხანაგობის სუფლიორი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ალექსანდრე გუგუშვილი ქუთაისის ქართული სცენისმოყვარეთა ამხანაგობის სცენარისტი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კოტე ანდრონიკაშვილი ქუთაისის სცენისმოყვარეთა ქართული ამხანაგობის რეჟისორი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვარლამ გელოვანი ქუთაისის გუბერნიის სათათბიროს წევრად აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ვარლამ გელოვანი სახელმწიფო სათათბიროს წევრი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ქუთაისის ქალაქის საბჭოს ახლად არჩეულმა მდივანმა ი. ი. ჯაფარიძემ საქმეები ჩაიბარა და მუშაობას შეუდგა. საეპარქიო სასწავლებელში მის ადგილზე სხვა მასწავლებელი დაინიშნეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-დან 1902 წლამდე მ. ა. ბეგთაბეგოვისა იყო კავკასიის სამოსწავლო ინსტიტუტთან დაარსებული საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის თებერვალში ალექსანდრე ყალაბეგიშვილი საგაზაფხულო სეზონისთვის ქუთაისის დასმა მიიწვია.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის თებერვალში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ რეჟისორად მიხეილ ქორელი მიიწვია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი ერთი წელი წმინდა ნინოს ლაზარეთში მსახურობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი ცნობილი საეკლესიო ლოტბარი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს სასოფლო- სამეურნეო საზოგადოების შენობაში დაარსდა სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების მმართველი საზოგადოება, რომლის გამგეობის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი 5 თვე მსახურობდა ჭოროხის ლაზარეთში.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ილია გაბრიელის ძე ჩუბინაშვილი სახალხო სახლის გამგე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის თებერვალში კირიონ ეპისკოპოსს სასჯელი მოუხსნეს და პოლოცკის ეპისკოპოსად დანიშნეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 26 ნოემბერს ქალაქის მოურავის მოადგილემ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს საბჭოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე წარუდგინა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობამ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა საგაზაფხულო სეზონისთვის რეჟისორად მიიწვია.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 9 თებერვალს აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომაზე გიორგი ჟურული საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მღვდელი ალექსანდრე ეპიტაშვილი მარტყოფის საკრედიტო ამხანაგობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში ქართულ გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირიშვილი ორი წელი  თელავის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს საეპარქიო სასწავლებელში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად დანიშნეს კიევის სასულიერო აკადემიის იმ წლის კურსდამთავრებული ტრიფონ ჯაფარიძე.