საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3269

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს არმენაკ კონსტანტინეს ძე ტერ-ოგანესიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის 1-ლ განყოფილებაში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ალექსანდრე სარქისის ძე არუთუნიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1907

ტიპი: განათლება

1907 და 1911 წლის დეკემბერში თბილისის გიმნაზიამ სეით იაშვილი გაგზავნა დ. მენდელეევის სახელობის საბუნებისმეტყველო საზოგადოების პირველ და მეორე ყრილობებზე.

1920

ტიპი: განათლება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, გომბოროვი პროფესიით იყო იურისტი.

1920

ტიპი: განათლება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკი იყო ქართველოლოგი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წლის აგვისტოს ბოლოს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის იმდროინდელი მდივანი სოკრატე კეშილავა სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა.