რეგისტრირებული ფაქტები17199
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში საღვთო სჯულს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრამდე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში ქართულ ენას, საღვთო სჯულს და სამშობლოს აღწერას წილოსანი ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რაჟდენ გამსახურდია ქართულ ენას, საღვთო სჯულსა და სამშობლოს აღწერას ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში ქართულ ენას მიწვეული მასწავლებელი ქავთარაძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრამდე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რუსულ ენას არსენ სიმონის ძე წითლიძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რუსულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგე არსენ სიმონის ძე წითლიძე იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლას მასწავლებელი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ასწავლიდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის საქმის მწარმოებელი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე იყო ნოე ცინცაძე.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ დანიშნეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხოლო კომიტეტის მდივნად – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, სოფიო ნაკაშიძისა აერჩიათ კომიტეტის წევრად.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა 50 მანეთით დახმარების შესახებ, რაზეც გამგეობა დათანხმდა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, მარიამ ელიავა კომიტეტის წევრად აერჩიათ.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა იყო თბილისის I და II ბიბლიოთეკების ზედამხედველი.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარის ამხანაგად დამტკიცებულიყო ნიკოლოზ საბაშვილი.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ გიორგი ჟურული დამტკიცებულიყო.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად დაემტკიცებინათ გრიგოლ ბურდული.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად ტიტე კახიძე დაემტკიცებინათ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად იასონ ლორთქიფანიძე დაემტკიცებინათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო კარიჭაშვილი გორის ქალთა გიმნაზიაში რუსულ ენას დაბალ და მაღალ კლასებს ასწავლიდა.