რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 28 ოქტომბერს ბარბალე გარსიაშვილი თბილისის სოფიოს სახელობის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს რაფიელ გოკიელი, გახუ პეტრეს ძე თურქია, ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიქოვანი, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია და სევასტი რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის 5 სხდომიდან 2-ს დაესწრნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვ. გ. ქეშელავა და ლევან ბახვას ძე სიჭინავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს რაფიელ იოსების ძე გოკიელოვი, გახუ პეტრეს ძე თურქია, ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიქოვანი და იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან არსებული საამშენებლო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, ვასილ გრიგოლის ძე შერვაშიძე, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, სევასტი რამიშვილი, გრიგოლ მახარაძე, რაჟდენ კიღურაძე, გიორგი შარაშიძე და ლავრენტი ესვანჯია.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: კოწია შევარდენის ძე გიგინეიშვილი, იოსებ გაბუნია და იუსტინე პავლეს ძე ჩიქოვანი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი სოჭის განყოფილება დაარსდა. 1916 წელს ნაუმ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე და ხაზინადარი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პროკოფი პეტრეს ძე ჯანაშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს დავით ქაიხოსროს ძე მეძმარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების მდივანი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ანა ლუკას ასული სანაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ისტორიის, ერმალოზ პეტრეს ძე კიწმარიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო ვერა იაკობის ასული საღარაძე უმცროსი კლასების პედაგოგებად მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრა მავრიკის ასული ჩხენკელი (ეროვნებით რუსი) ხონის ქალთა გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ელენე იოსების ასული ნივინსკაია (ეროვნებით პოლონელი) ხონის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიორგი სიმონის ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ფიზიკის, ხოლო ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მიხეილ გიორგის ძე ჭავჭანიძე ხონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სოფრომ ხომერიკი ზუგდიდის მაზრის სოფელ ჭოღის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ილ. სონღულაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის ხაზინადარი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნინო ალექსის ასული თურქიასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით საგურამოს სკოლის პედაგოგი კონსტანტინე სეხნიაშვილი 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით გერგეთის სკოლის პედაგოგი ისიდორე ტატიშვილი 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით ვარიანის სკოლის პედაგოგი ნატალია ბასილაშვილი 360-ის ნაცვლად 480 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის პედაგოგი ტრიფონ შუბლაძე 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით წინარეხის სკოლის პედაგოგი ივანე იოსების ძე გიუნაშვილი 360 მანეთის ნაცვლად 600 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება –120).

