რეგისტრირებული ფაქტები3290
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: განათლება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წლის აგვისტოს ბოლოს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის იმდროინდელი მდივანი სოკრატე კეშილავა სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა.
1912
ტიპი: განათლება
შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1912 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს და დაადასტურა, რომ გარდაცვალების წინა დღეებში ბიძამისი მართლა აპირებდა შალვას სახელზე 300 მანეთის გამოწერას, რათა შემდეგ ამ უკანასკნელს ისევე ეგზავნა ყოველთვიური სტიპენდია განსაკუთრებულ სიღარიბეში ჩავარდნილი იოსებ ირემაშვილისათვის, როგორც წინათ იაკობი უგზავნიდა. შალვას თქმით, იაკობ გოგებაშვილის ღრმა პატივისცემა ავალებდა ყველას – აღსრულებულიყო მისი შეუსრულებელი უკანასკნელი სურვილი და სტიპენდია დანიშვნოდა ირამაშვილს.
1912
ტიპი: განათლება
1912 წლის 12 ივნისს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ერთდროულად მიმართავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლებს: სთხოვს გაითვალისწინონ მისი უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა (სწავლამოწყურებულ უსახსრო სტუდენტს ცოლი და ოთხი შვილიც ჰყავს სარჩენი) და იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელობის სტიპენდია დაუნიშნონ.

