რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სილიბისტრო თოფურიძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო (საადგილმამულო) ბანკის გამგებელი და თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სარგის კაკაბაძე იყო განათლების სამინისტროს დროებითი საქმეთა მმართველი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ფოთის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი იყო დ. ქუთათელაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ნოემბერს პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს დავით იაგორის ძე ალადაშვილი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ივანე გაფრინდაშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ქეთევან წინამძღვრიშვილისა ზაქათლის დედათა სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის ჭრა-კერვის მასწავლებლები იყვნენ: სარა გიორგაძე, ეკატერინე მარკოზაშვილისა და მისი მოადგილე ნინო კობახიძე. ეკატერინე მარკოზაშვილისა თებერვალში სამსახურიდან წავიდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს კაპიტანი კირილე ქუთათელაძე თბილისის საიუნკერო სასწავლებლის საქმისმწარმოებელი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ელისაბედ ციცქიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი და სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის მასწავლებლები იყვნენ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე მასწავლებლად მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სეკრეტარები იყვნენ ნოდარ ჯორჯაძე და იაკობ მანსვეტაშვილი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართულ საეკლესიო საგნებს თევდორე დავითის ძე ჟორდანია ასწავლიდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ განყოფილებას, ქალთა კომიტეტს, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი თავმჯდომარეობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საჭიროებისას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.

