რეგისტრირებული ფაქტები17484
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ელისაბედ მდივანი კომიტეტის წევრად აერჩიათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლიდან ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა გორის ქალთა მე-6 გიმნაზიაში ასწავლიდა ხატვას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასულმა ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ქართულ სკოლებში მასწავლებლად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა.
ტიპი: თანამდებობა
ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი ქუთაისის გუბერნიის სკოლებში ექვსი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებლის ევგენია ჯანდიერის შვებულებაში გასვლის შემდეგ, მის თანამდებობაზე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დანიშნეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1917 წლის 5 ოქტომბრამდე თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდა ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი პირნათლად ასრულებდა მასწავლებლის მოვალეობას თელავის ვაჟთა გიმნაზიაში.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სკოლის გამგე არსენ წითლიძე იანვრის დასასრულიდან, ავადმყოფობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად სკოლას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი პოლიკარპე ლორთქიფანიძე.
1906
ტიპი: თანამდებობა
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, რაჟენ გამსახურდია ერთი წლის განმავლობაში ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი იყო და მისი ხელფასი 580 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში მთელი წლის განმავლობაში მათემატიკას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში საღვთო სჯულს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრამდე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში ქართულ ენას, საღვთო სჯულს და სამშობლოს აღწერას წილოსანი ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რაჟდენ გამსახურდია ქართულ ენას, საღვთო სჯულსა და სამშობლოს აღწერას ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში ქართულ ენას მიწვეული მასწავლებელი ქავთარაძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრამდე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რუსულ ენას არსენ სიმონის ძე წითლიძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რუსულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგე არსენ სიმონის ძე წითლიძე იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლას მასწავლებელი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ასწავლიდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის საქმის მწარმოებელი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე იყო ნოე ცინცაძე.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ დანიშნეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხოლო კომიტეტის მდივნად – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, სოფიო ნაკაშიძისა აერჩიათ კომიტეტის წევრად.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა 50 მანეთით დახმარების შესახებ, რაზეც გამგეობა დათანხმდა.

