რეგისტრირებული ფაქტები17475
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქ გორის მამასახლისად არჩეული ა. ი. ანდრონიკაშვილი გუბერნატორმა დაამტკიცა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დია ჩიანელმა (დავით ჩხეიძემ) უნივერსიტეტის დაამთავრების შემდეგ ბაქოს ქალთა გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე სიმონის ძე მესხიევი ხელოსანი და ვაჭარი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ვარშავის ვეტერინარული ინსტიტუტის კურსდამთავრებული ბენედიქტე ლეჟავა ბაქოს გუბერნიაში გაიგზავნა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოში საბჭოს წარმომადგენლად არჩეული ვ. ს. მიქელაძე კავკასიის მთავარმართებელმა დაამტკიცა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 3 დეკემბერს გამართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იოსებ ჯორჯაძე საბუის არჩილ ჯორჯაძის სახელობის სამკითხველოს გამგე იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქ ფოთის გამგეობის მდივნად დაინიშნა კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თელავის მაზრის უფროსმა განსევიჩმა თანამდებობა დატოვა, მის ადგილას ახალქალაქის მაზრის უფროსი კარლ ზისერმანი დაინიშნა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. კაპანაძე თბილისის ხელოსანთა უფროსი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დავიდოვი გორის ხელოსანთა ხელმძღვანელი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე პაპუაშვილი ნაბახტევის საზოგადოების მამასახლისი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისის სკოლათა მმართველებმა ი. ს. სალიხანოვის თავმჯდომარეობით საერთო კრება ჩაატარეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გივი ჟორდანია ქართული კულტურის მოყვარეთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილი „ზაკავკაზსკაია რეჩის“ რედაქტორი იყო.

