საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3261

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებული გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილის პირადი საქმის მიხედვით, ის სტუდენტი იყო.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე სტუდენტი იყო.

1918

ტიპი: განათლება

ჯაბა გიორგის ძე მეძმარიაშვილმა დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს დაკავებული პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძე იყო მიწათმოქმედი, მიღებული ჰქონდა „სახლის განათლება“.

1917

ტიპი: განათლება

1917 წლამდე სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშილი სწავლობდა და მუშაობდა. იგი პროფესიით იყო კანცელარი.

1918

ტიპი: განათლება

ვასილ ვალერიანის ძე მელაძემ დაამთავრა ქუთაისის საოსტატო სემინარია.

1918

ტიპი: განათლება

გიორგი ივანეს ძე ლორთქიფანიძემ დაამთავრა სამოქალაქო სასაწავლებლის 6 კლასი.

1918

ტიპი: განათლება

დავით ლაზარეს ძე ადამია ტომსკის უნივერსიტეტის (მეორე კურსის) მედიცინის განყოფილების სტუდენტი იყო. მისი საბუთები ტომსკის უნივერსიტეტში ინახებოდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება ითხოვა თამარ მიქაბერიძემ, რომელიც პეტროგრადის უმაღლესი კურსების მსმენელი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება ითხოვა ევგენი იასონის ძე მელაძემ, რომელიც სტუდენტი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება ითხოვა ქალთა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ვერა ლაფერაშვილმა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ეკატერინე კონსტანტინეს ასულმა ჯაფარიძემ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა ელენე ლავრენტის ასულმა ჩიმაკაძემ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ, პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა ნინა ალექსანდრეს ასულმა თოფჩიშვილმა, თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა თამარ ნესტორის ასულმა გრიგოლიამ.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაკავებულ არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცს დამთავრებული ჰქონდა 3 კლასი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის სექტემბერში ვარლამ დევდარიანმა თბილისის სამასწავლებლო კურსები მოისმინა და პედაგოგის მოწმობაც მიიღო.

1911

ტიპი: განათლება

1911 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე კავკასიის ოლქის მზრუნველის განკარგულების თანახმად, თბილისში გაგზავნეს გიმნასტიკის კურსებზე.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე კავკასიის ოლქის მზრუნველის განკარგულების თანახმად, ქუთაისში გაგზავნეს გიმნასტიკის კურსებზე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ნოემბრის ნამსახურეობის სიის მიხედვით, პიღასი ივანეს ასულმა აბდუშელიშვილმა დაამთავრა გაბრიელის სახელობის იმერეთის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი ქუთაისში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ნოემბრის ნამსახურეობის სიის მიხედვით, პიღასი ივანეს ასულმა აბდუშელიშვილმა დაამთავრა მე-7 ორწლიანი პედაგოგიური კლასი.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჩააბარა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, დაამთავრა 1880 წელს.