რეგისტრირებული ფაქტები17587
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სოხუმის განათლების ინსპექციის გალის ორკლასიან სკოლაში მუშაობდნენ პედაგოგები: ი. სართანია (ანაზღაურება 720 რუბლი), ვ. გოლუბოვი (ანაზღაურება 640 რუბლი) და სასწავლებლის გამგე ო. ს. სვანიძე (ანაზღაურება 480 რუბლი).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სოხუმის განათლების ინსპექციის გუდაუთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მუშაობდნენ ინსპექტორები: ი. შერმერევიჩი და გ. ტუზოვი (ანაზღაურება 2040 რუბლი). პედაგოგები: მ. რუმიანცევა (ანაზღაურება 1440 რუბლი), ო. ნ. ობრაზცოვი, ო. კ. ბარციცი (ანაზღაურება 750 რუბლი), გ. ვეშენკო (ანაზღაურება 720 რუბლი), ა. ჩუკბარი და კ. ბაღანდპსია (ანაზღაურება 640 რუბლი).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სოხუმის განათლების ინსპექციის გუდაუთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მუშაობდნენ პედაგოგები: ო. მ. გვაზავა (ანაზღაურება 975 რუბლი), ი. იასკო, დ. ქსენოფონტოვი, ვ. სოლოვიევი, ა. ფროლოვა, ე. ფარსადანიანი (ანაზღაურება 1440 რუბლი) და ინსპექტორი ა. ჩიჩუა (ანაზღაურება 2190 რუბლი).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქავთარაძე სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. მისი ანაზღაურება 300 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ი. ცომაია სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა. მისი ანაზღაურება 2040 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის პედაგოგები იყვნენ: ანა გრიგოლის ასული ჟვანია, შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი, მარია ფილიპეს ასული მეტრეველი და არჩილ ეფრემის ძე სამსონაძე.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 27 ნოემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია სოფ. ცაიშის სკოლაში დამკვირვებლად დაინიშნა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წლის 2 ივნისს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ქართულ-მეგრული ეპარქიის ჩარევით ხეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდლად დაინიშნა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 3 დეკემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ხეთის ნორმალური ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.
1956
ტიპი: თანამდებობა
1956 წლის 14 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძე მოსამართლედ მუშაობდა. იგი შვილის დასახმარებლად საკუთარი ეკონომიური მხარის გაუმჯობესებას ცდილობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ბუნებისმეტყველების პედაგოგი სალომე ივანეს ასული ბერეჟიანი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მიხეილ იოსების ძე მღებრიშვილი ნ. გ. თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ორი წელი მუშაობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N103 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური ორი წელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიმონ ივანეს ძე პაიჭაძე ყუბანის ოლქის, სტავროპოლისა და შავი ზღვის გუბერნიის (სოჭის და ტუაპსეს გამოკლებით) კონსულად დანიშნა. მისი უფლება დონის რაიონზეც გავრცელდებოდა. პაიჭაძეს სტავროპოლში უნდა ეცხოვრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებლში მუშაობდა პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი და სასწავლებლის დირექტორი ო. პ. აღაპიევი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად რუსეთში ინიშნება დამფუძნებელი კრების წევრი გერასიმე მახარაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 19 ივნისს, გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში საშუალო სკოლათა მთავარგამგეს წარუდგენს თავისი რწმუნებული გიმნაზიის კლასის დამრიგებლის, ბარბარე ამილახვრის, თხოვნას და ხსენებულ საგანზე ითხოვს შესაფერის განმარტებას. ამბობს, რომ ამილახვარი, წელს, თავისი მოვალეობის ერთ-ერთი სინდისიერი აღმასრულებელთაგანი იყო. ასევე, ოქმიდან ამონაწერს ადგენს. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი და საქმის მწარმოებელი თ.ციციშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სოხუმის საოლქო სასამართლოს ბრალმდებლად დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დელუტო, თავმჯდომარის მოადგილედ – ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი კონსტანტინე შნეიდერი, სასამართლოს წევრებად დაინიშნენ ნაფიცი ვექილი მახარაძე და ნაფიცი ვექილის თანაშემწე ვლადიმერ ემუხვარი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრის განკარგულებით ოზურგეთის, ზუგდიდის, სენაკის მაზრებისა და სოხუმის ოლქის ემისრად ვასო ქავჟარაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ბათუმის ციხის კომენდანტად დაინიშნა გენერალი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი, ბათუმის რაიონის თავდაცვის უფროსად – მდივანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ტელეფონის, ტელეგრაფის და რადიო-ტელეგრაფის რწმუნებულად დაინიშნა ბართლომე გიორგის ძე სურგულაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძე თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძე მუშაობდა საპროფესიო და ტექნიკური განათლების სკოლაში, სადაც ბუღალტერია, კომერციული საგნები, ენები, ჭრა-კერვა და ა. შ. ისწავლებოდა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს პარიზში დავით შარაშიძის მეუღლემ, ელენე ტუსენმა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

