საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3712

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 24 წლის ნიკოლოზ ივანეს ძე ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტრაგიკულად დაღუპული ავთანდილ ნოეს ძე სიხარულიძის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველ დღე მისამართზე: დიდი მთავრის ქუჩა № 68.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, რეზო ნიკოლოზის ძე მაყაშვილი ქ. თელავში, წითელ ხიდთან მამაცურად დაიღუპა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 ოქტომბერს ქ. თელავში, წითელ ხიდთან მამაცურად დაღუპული რეზო მაყაშვილის სულის მოსახსენებლად ნახევარი წლის წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 ნოემბერს ქალაქის პირველი საავადმყოფოს თანამშრომელი, ექიმის თანაშემწე ალექსანდრა სიმონის ასული ბახტაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სტუდენტ გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე მისამართზე: ანდრეევის ქ. N22.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ნოემბერს სტუდენტი გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 ნოემბერს სტუდენტ გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვის საკუთარი ბინიდან (ანდრეევის ქ. N22) გამოასვენებდნენ და კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე გიორგის ძე ჯორჯაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქუთაისში თეოლინე (თინა) არსენის ასული გოგოლაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 დეკემბერს ახალ სენაკში, ნატაჩავოს წმინდა გიორგის ეკლესიაში სონია ჯამუს ასულ ყურაშვილის გარდაცვალების ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ დეკემბერს სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 4 დეკემბერს სოფელ გრაკალში სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფელ დგვრისში (ცხინვალი) მღვდელი იოანე ალექსის ძე დავითაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 დეკემბერს სოფელ დგვრისში (ცხინვალი) მღვდელ იოანე ალექსის ძე დავითაშვილს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქუთაისში პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 დეკემბერს პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძეს დაკრძალავდნენ სოფელ თვრინში, საგვარეულო სასაფლაოზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 დეკემბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ლუარსაბ (ლუკა) ბეჟანის ძე ნამგალაძის სულის მოსახსენიებლად წლის წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გარდაიცვალა ეროვნული საბჭოს წევრი მიხეილ ნიკოლოზის ძე გედევანიშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეროვნული საბჭოს წევრ მიხეილ ნიკოლოზის ძე გედევანიშვილის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე საკუთარ ბინაზე, მისამართი: ჩერქეზიშვილის ქუჩა, სახლი 12.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 დეკემბერს ეროვნული საბჭოს წევრ მიხეილ ნიკოლოზის ძე გედევანიშვილს გამოასვენებდნენ საკუთარი ბინიდან (ჩერქეზიშვილის ქ. სახლი12) და დაკრძალავდნენ კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქუთაისში ივანე (ვანიჩკა) პეტრეს ძე წულუკიძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ივანე (ვანიჩკა) პეტრეს ძე წულუკიძეს ქუთაისში დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში, საკათედრო ტაძარში ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის სულის მოსახსენიებლად გადაიხდიდნენ ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს.