საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3261

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჟენევის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც 2 წლის განმავლობაში ისწავლა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 7 ნოემბრის მონაცემებით, ოლღა ბექაიამ დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სპეციალური პედაგოგიური განყოფილება.

1911

ტიპი: განათლება

1911 წელს სავლე იოსების ძე აბულაძემ დაამთავრა ამიერკავკასიის საოსტატო სემინარია.

1920

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, შალვა ბესარიონის ძე გაბადაძე სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში, მე-3 კურსზე ყოფნისას სწავლას თავი დაანება საერთო პოლიტიკური მიზეზების გამო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელ იანვარს ბენედიქტე თომას ძე გაბისონიამ ხონის ვაჟთა გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის მაისში გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის სრული კურსი დაასრულა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ილია გრიგოლის ძე ამაღლობელმა ხონის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ბარბარე ივანეს ასულმა ამილახვარმა დაამთავრა თბილისის ქალთა ინსტიტუტი.

1919

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძე ხუთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე.

1896

ტიპი: განათლება

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილებაში, თუმცა კურსი არ დაასრულა.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა გორის სასულიერო სასწავლებლის შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1918

ტიპი: განათლება

1918-1920 წლებში ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე სწავლობდა ქუთაისში.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს დაკავებული გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს დაკავებულ ანანია ანდრიას ძე სტურუას ჰქონდა საშუალო განათლება.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს სტიპენდიატი იყო.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინა ალექსის ასულმა როსტოვცევამ მოისმინა ფრანგული ენის კურსი სორბონის უნივერსიტეტში, პარიზში.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნიკოლოზ ნიკიტის ძე ფილიმ მოისმინა კავკასიის სასწავლო მხარის კურსები ფიზკულტურის მასწავლებლების მოსამზადებლად.

1918

ტიპი: განათლება

1918/19 სასწავლო წელს მარია ოგანჯანიანი ფონ-ბრენერის სახელობის რეალური სასწავლებლის საანბანო განყოფილებაში სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918/19 სასწავლო წელს სარქის აკოზიანი ფონ-ბრენერის სახელობის რეალური სასწავლებლის საანბანო განყოფილებაში სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918/19 სასწავლო წელს ანჟელიკა აკოპიანი ფონ-ბრენერის სახელობის რეალური სასწავლებლის საანბანო განყოფილებაში სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918/19 სასწავლო წელს სევალ აზინინი ფონ-ბრენერის სახელობის რეალური სასწავლებლის საანბანო განყოფილებაში სწავლობდა.