რეგისტრირებული ფაქტები17475
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გრიგოლ დიასამიძე ყოველკვირეული პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „თემი“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე ტყავაძე ყოველდღიური სამეურნეო-სალიტერატურო გაზეთის „ხმა კახეთისა“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ეგზარქოსის განკარგულებით თიანეთის მაზრის სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა თიანეთის ოლქის მღვდელი ვლ. გრძელიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის დეკემბერში იოსებ ივანიძემ ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორის თანამდებობა დატოვა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ნოემბერში კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ხაშურის თეატრის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩოხატაურის მაზრაში აფთიაქების არარსებობის გამო ექიმ ქუთათელაძეს სოფელ-სოფელ სიარული და ავადმყოფების საჭირო წამლებით მომარაგება პირადად უწევდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შტაბს-როსმისტრი გიორგი ბარანოვი ქუთაისის გუბერნატორის ობერ-ოფიცრის თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხელოსანთა ყოფილი მოურავის, კ. სერობიანცის მიერ გამართული მამასახლისთა არჩევნები კედლის მხატვარ ხელოსანთა ამქარმა თბილისის გუბერნატორთან გაასაჩივრა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი „თბილისის მოამბის“ რედაქტორი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 მაისის „დროების“ ცნობით, ლიმანოვსკი კავკასიის არმიის საინტენდანტოს უფროსად დაინიშნა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 30 მაისის „დროების“ ცნობით, მიხეილ შალიკოვი გურიისა და იმერეთის ქვევითა დრუჟინების უფროსად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართულ თეატრთან დაკავშირებულ საქმეებზე ზედამხედველობა ვასილ სულხანიშვილს ევალებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებლმა თბილისის გამგეობის წევრები ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშევი და ა. ა. ივანენკო დაკავებული თანამდებობებიდან დაითხოვა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს რეჟისორი იუზა ზარდალიშვილი ბაქოს დრამატული საზოგადოების დასში მიიწვიეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს საკრედიტო საზოგადოების გამგეობის წევრ მიხეილ თათუზოვს მუშაობის ვადა ამოეწურა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის იანვარში გამართულ საკრედიტო საზოგადოების მე-3 ჯგუფის რწმუნებულთა არჩევნებზე ალექსანდრე ჰაირაპეტის ძე ქალანთარი, ა. ი. კაზანოვი, ს. ზ. მირზოევი, მ. ა. სულიევი, მ. ა. ფეფელოვი, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი, ზ. პ. ყარალოვი აირჩიეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს საკრედიტო საზოგადოების გამგეობის წევრობის მსურველები იყვნენ ი. ს. ალიხანოვი, ლაზარე თადეოზის ძე ტიგრანოვი და მიხეილ თათუზოვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სახელოსნო სასწავლების დირექტორი ოჰანეზოვი სასწავლებლის გამგე-კომიტეტის დადგენილების თანახმად თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ყოველთვიური ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N3, რომლის რედაქტორი იყო ვალერიან გაფრინდაშვილი.
1841
ტიპი: თანამდებობა
1841 წელს პანტელეიმონ ჯაფარიძემ იმერეთის ეპისკოპოსს მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო სხვავის მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლება სთხოვა.

