რეგისტრირებული ფაქტები17475
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით მღვდელი ზაქარია ცინცაძე ფოთის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლიდან ვლადიმერ ბესარიონის ძე ბახტაძე ხონის ვაჟთა გიმნაზიაში გალობის მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის საკატორღო საპყრობილის უფროსად ტ. დემურია დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, ქუთაისის ქალაქის გამგეობის ახლად არჩეული წევრი ვ. მოსიძე თავის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ნ. დ. ავქსენტევი ს. რ. ფრაქციიდან გამოდის, რომ შეინარჩუნოს თავისუფალი მოქმედება და იმყოფებოდეს დამოუკიდებელ ფრაქციაში. მისი ადგილი გადაეცა გოცს, მას შემდეგ რაც ავქსენტევი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ კანონების გადამსინჯავი კომისიის წევრად მოწვეულია თბილისის სასამართლოს პალატის თავმჯდომარე გელოვანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სოჭის ოლქის ეროვნული საბჭოს ყოფ. თავმჯდომარე მიხაკო იოსების ძე ხოფერია დაინიშნა შავი ზღვის გუბერნიაში ვიცე-კონსულად _ სამუშაო რაიონით სოჭისა და ტუაფსეს ოლქებში.
1920
ტიპი: თანამდებობა
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 19 ივლისს ბორჯომში იხსნება საქართველოს ცენტრალური ბანკის განყოფილება, რომლის გამგედ მიწვეული იყო პავლე უზნაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე დავითის ძე შარაშიძე ბათუმის საქალაქო უმაღლეს პირველდაწყებით ქართულ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე ჯოხთაბერიძე ზუგდიდის გიმნაზიიის ქართული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ელენე ლეშკაშელისა დამტკიცდა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 24 ივლისის ბრძანებით, ივანე ცქიტიშვილი ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 13 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბრიტანეთის მმართველობის განკარგულებით მაიორმა შევკეტ ნორმანმა ბათუმის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება შეწყვიტა. ქალაქისთავის მოვალეობის შესრულებას შეუდგა რ. ჯავახოვი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე სათადარიგო მსაჯულებად აირჩიეს: ილ. რაზმაძე და თამარა ასლანიშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად აირჩიეს ევტ. ქარცივაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად აირჩიეს გრ. სირაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად აირჩიეს ან. გალიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად აირჩიეს ის. რაზმაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად ვახტანგ რატიშვილი აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად აირჩიეს მწერალი ვასილ ბარნოვი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად აირჩიეს გრ. ასიტოვი.

