საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17321

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 მარტს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორმა კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 1920 წლის 10 მარტიდან პედაგოგიურმა რჩევამ მასწავლებლებს ელისაბედ აბდუშელიშვილის გაკვეთილები ვერ გაუნაწილა და 15 მარტიდან კავკასიის ქალთა გიმნაზიის ყოფილი ფრანგული ენის მასწავლებელი აბაშიძის ასული მიიწვია გიმნაზიაში სამუშაოდ. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი, მღვდელი კონსტანტინე გიორგიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი კავკასიის ოლქის განკარგულებით დანიშნული იყო „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1913

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი დანიშნული იყო ქალთა დაწყებითი სასწავლებლის გამგედ 1913 წლის 1 სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ.ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ.აბაშიძე.

1912

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის სახალხო ინსპექტორის განკარგულებით დანიშნული იყო სადმელის სასწავლებლის პედაგოგად 1912 წლის 1-ელი სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებენ გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი ვლადიმერ აბაშიძე.

1890

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგი პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილი 1890 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მისი წლიური შემოსავალი (16 გაკვეთილის) 960 მანეთს შეადგენდა, კლასის დამრიგებლობის – 600 მანეთს. 1918 წლის 3 მარტის კანონით მას ხაზინიდან დამატებით 3260 მანეთი ეძლეოდა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს ანდრია აფაქიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მდივნად მუშაობდა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს გიორგი ჩუბინაშვილი იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.

1917

ტიპი: თანამდებობა

სიმონ გრიაზნოვი პედაგოგად 27 წელი მუშაობდა. 1891 წლიდან შვიდი წელი ლეგალურად იმუშავა, შემდეგ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის იდევნებოდა და მხოლოდ 1917 წელს განაგრძო პედაგოგად მუშაობა ვერის პირველ სასწავლებელში, ჰქონდა კერძო გაკვეთილებიც.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 ივნისს შრომის სამინისტრო ცენტრალურ შემნახველ სალაროს ტაშკენტში გამგზავრებასთან დაკავშირებით აბდულა ჯუმბაევზე კუთვნილ 317 რუბლის გაცემას სთხოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ივნისს ტერ-პეტროსოვს, საერთაშორისო ბანკის დირექტორს, შრომის სამინისტრო იწვევს საქმეზე, რომელის მას ეხებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ივნისს პროკოფი მოსეს ძე დოლიძე შრომის სამისნისტროს საკანონმდებლო წინადადებების განყოფილებაში მდივნად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ივნისს შრომის სამინისტრომ საავიაციო პარკს მათი თანამშრომლის ალექსანდრე ძნელძის მიღება-გათავისუფლების საქმის მოეგვარების თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ივნისს შრომის სამინისტრო წითელი გვარდიის შტაბს „პატფინდერის“ მარკის ავტომობილის მძღოლ ნიკიტა აკოფოვზე ყაზბეგში გასამგზავრებელ ნებართვას სთხოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ივლისს შრომის სამინისტრო დამთვლელ განყოფილებას კომისარიატის თანამშრომელ ნ. გ. ახმეტელოვაზე მისი დანიშვნის დროიდან გაცემული თანხის ცნობის გაცემას სთხოვს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ხონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი გიორგი სიმონის ძე ბახტაძე იმავე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ოქტომბრიდან ამბროსი ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ლათინური ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან აგრაფინა ბახტაძე გაბრიელის სახელობის გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი მარტიდან აგრაფინა ბახტაძე ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან ანა ბახარევსკაია ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან რახილ (ანა) ბახარევსკაია (გადახაბაძე) ხაშურის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 სექტემბრიდან ეკატერინე ბაქრაძე თბილისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოს რესპუბლიკის სასწავლებლის ტანვარჯიშის მთავარი ინსტრუქტორის თანაშემწეებად არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძე და ირაკლი სიმონის ძე ლორთქიფანიძე დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 მაისს შრომის სამინისტრო ქალაქის მმართველობის საბინაო განყოფილებას გ. აიდანოვის თამბაქოს ფაბრიკაში (მდებარე ანჩისხატის ქუჩა 17) მცხოვრები ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს.

1918

ტიპი: თანამდებობა

შრომის მინისტრის 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ვლადიკავკაზში შრომის სამინისტროს საქმეებს რაფაელ ნაბატოვი ხელმძღვანელობდა.