საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები16817

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბათუმის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ელენა იოსების ასული ხევსურინი ნიგოითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული თამარ ყარამანის ასული სვიმონიძე ნიგოითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ემილია ივანეს ასული სვიმონიძე ნიგოეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდმთავრებული იოსებ ნიკიფორეს ძე მებუკე ნიგოითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 მაისს ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ მეტრეველმა რაჭის მაზრის ერობის გამგეობას მიმართა 3 თვის ხელფასის მოთხოვნით, რომელიც ერგებოდა როგორც ონის ებრაელთა მასწავლებლის, ნინო კვიტაშვილის მოადგილეს. სკოლის მეთვალყურე გავაშელმა დაადასტურა, რომ ის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა და კანონით ეკუთვნოდა თვეში 50 მან. თუმცა მეტრეველი ითხოვდა სათანადო ჯამაგირს, რადგან ახალ პირობებში ეს თანხა მისი შრომის დაუფასებლობა იქნებოდა. მან რაჭოს ერობას აპრილშიც მიმართა ამ მოთხოვნით.

1920

ტიპი: თანამდებობა

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ 1920 წლის 17 იანვარს განათლების სამინისტროს დაწყ. სასწავლებლის მთავარგამგეს აცნობა, რომ ლაილაშის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის, ინჯიას ნაცვლად მისი მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა იმავე სასწავლებლის პედაგოგ ერმილე გაბლიანს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 დეკემბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ გამგეობის 25 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ცაგერის პირველდაწყებითი სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებლად 15 დეკემბრიდან დანიშნული იყო რაჟდენ სიმონის ძე ჭედლიანი.

1953

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით მიხეილ მიხეილის ძე ხრისტოლუბოვი თბილისის „ახალი სკოლის" გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივდითი მილორავა ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელგარჯილობის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლეონტი გრიგოლის ძე გოგოძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კუსდამთავრებული ამბერკი მამფორია ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ ანდრიას ძე ბოლქვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გერასიმე არსენის ძე ტაბიძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ იუსტინეს ძე მამფორია ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თეოფილე ფილიპეს ძე ტრაპაიძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული პროკლე ვასილის ძე ტაბიძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული ვარლამ ეფრემის ძე შენგელია 1918 წელს ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი წივწივაძე ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი თეიმურაზის ძე ნინიკაშვილი ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ლიუბოვ ოქროს ასული დანელია ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მღვდელი დომენტი ჩხაიძე ღანირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სოფიო იოსების ასული ჩიტაიშვილი 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ევსეფი ნიკიფორეს ძე ბარამიძე 1916 წელს დაარსებული შემოქმედის შერეული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიჟა გაბრიელის ძე ლომინაძე 1916 წელს დაარსებულ შემოქმედის შერეულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.