საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17480

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვანქის ოლქში მე-3 უბნის უფროსად დანიშნეს ქალი, სტრიგალიევა. გაზეთ „ვაზრაჟძენიეს“ კორესპონდენტის აზრით, საჭიროა მესამე თანაშემწის დანიშვნა, რადგან ქალს არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, ქუთაისის საადრესო მაგიდის გამგე ილ. ჯანელიძე სთხოვს ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს, რომ ვინაიდან საადრესო მაგიდა გაუქმდა და ის უმუშევარი დარჩა, მისცენ შესაფერისი ადგილი, ან ერთდროული დახმარება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, გაზეთ „რ. ვ“-ში გამოქვეყნდა ე. კ. ბრეშკოვსკაიას პროტესტი, რომელშიც ის ამბობს, რომ „ზ. ვ“-ს მოსკოვის გამოცემა N 59-ის მიხედვით, ეკატერინე კონსტანტინეს ასული ბრეშკო-ბრეშკოვსკაია ერთსულოვნად აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად, რასაც მისი თქმით ადგილი არ ჰქონია. ის უარს აცხადებს ცენტრალური კომიტეტის წევრობაზე, რადგანაც სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის მესამე საყოველთაო ყრილობამ არ სცნო ნდობის ღირსად რუსეთისათვის მებრძოლი ალექსანდრე თეოდორის ძე კერენსკი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის ქალაქის სანიტარული ექიმი ალექსანდრე მაჭავარიანი ბათუმის ოლქის უფროს ექიმად დანიშნეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N11 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ექიმი ს. ე. ტერტეროვი გუბერნიის ფერშალთა პროტესტის მიხედვით სამსახურიდან გადადგა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N9 ცნობით, ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსად დაინიშნა შენგელია.

1902

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა წინადადება მისცა, ჩაიბაროს ბათუმის ოლქის დროებითი სასამართლოს დაწესებულება ყველა საქმითა და ინვენტარით.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის საკატორღო საპყრობილის უფროსად დაინიშნა ტ. დემურია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 122 ბრძანებით ბ. მიხაილოვი 1918 წლის 11 ნოემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ მ. ა. შაფრანის განცხადება, რომ მკურნალობს სიფილისსა და საშარდე ორგანოების სნეულებებს მიხეილის N112-ში, სასტუმრო „ნოეს“ პირდაპირ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ნ. მ. გაჩეჩილაძის განცხადება, რომ იღებს ავადმყოფებს გრიბოედოვის ქ.N4-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ქუთაისელი ექიმ გენრიხ ისაიას ძე ვოლოხის განცხადება, რომ იღებს ქალისა და შინაგან სნეულებიან ავადმყოფებს ბელგიის ქ. N5-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ბ. ი. ოქროპირიძის განცხადება, რომ იღებს შინაგან სნეულებიან ავადმყოფებს რტიშჩევის ქ. N22-ში (სოლოლაკი).

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ივანე ბოკერიას განცხადება, რომ პლეხანოვის (მიხეილის) პროსპ. N141-ში მკურნალობს ქირურგ., ქალის სნეულებებსა და სხვ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ყოფ. I კავკასიის კორპ. სამხედრო ბეითლის, ექიმ ი. გ. ქუთათელაძის განცხადება, რომ მკურნალობს შინაგან, ქეცით ავადმყოფ პირუტყვებს და ფრინველებს. ბელინსკის ქ. N39, ბ. 2.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ნ. ა. არუთინოვის განცხადება, რომ მკურნალობს სიფილისს, ვენერიულ დაავადებებს, აკეთებს შარდის ორგანოების ოპერაციებს მიხეილის პრ.N80, ბინა N3-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ლ. ა. სარალიძის განცხადება, რომ იღებს შინაგან და ბავშვთა სნეულებიან ავადმყოფებს ჩერქეზიშვილის ქ. N87-ში, ავჭალის აუდიტორიის ახლოს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია დოქტორ გ. გ. მეგრაბიანცის განცხადება, რომ მკურნალობს ჭლექს და გულს, იღებს რენტგენს, გამოკვლევა და წამლობა წარმოებს სხივებით. ბებუთოვის ქ. N23-ში იღებს ავადმყოფებს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელ ი. მ. მაჩაიძის განცხადება, რომ აიყვანს მოწაფეებს განმეორებით გამოცდებზე მოსამზადებლად მათემატიკასა და ენებში. პლეხანოვის პრ. და ალექსიძის ქუჩის კუთხე N25-5.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 2 ოქტომბერს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრი გახდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 დეკემბერს ბ. გ. ლიპკინს, კავკასიის ოლქის სადაზღვევო ამხანაგობის მთავარ უფლებამოსილ პირს, მიმართავს შრომის სამინისტრო, რომ გამოაგზავნოს სხავადასხვა საბუთები, რომლებიც ეხბათ მათ საქმიანობას.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წლის სექტემბერში გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში არსებულ ქართულ კოლონიაში მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერში შრომის სამინისტრო სთხოვს თბილისის ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების გამგეობას, რომ გაუწიოს დახმარება დასაქმების მხრივ, მათ ყოფილ მუშა პარმენ ზოსიმეს ძე ბოკუჩავას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 დეკემბერს შრომის სამინისტროს საქმისმწარმოებელი გოლდმანი სთხოვს შესაბამის განყოფილებებს, მიაწოდონ სტატისტიკური მონაცემები ამავე სამინისტროს თანამშრომელ მარია ალექსის ასულ გრიბოვსკაიას.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა ვლადიმერ მიხეილის ძე აბრამიშვილის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ ინახებოდა N423 საქმეში.