საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17481

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ივლისს შრომის სამინისტრო დამთვლელ განყოფილებას კომისარიატის თანამშრომელ ნ. გ. ახმეტელოვაზე მისი დანიშვნის დროიდან გაცემული თანხის ცნობის გაცემას სთხოვს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ხონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი გიორგი სიმონის ძე ბახტაძე იმავე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ოქტომბრიდან ამბროსი ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ლათინური ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან აგრაფინა ბახტაძე გაბრიელის სახელობის გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი მარტიდან აგრაფინა ბახტაძე ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან ანა ბახარევსკაია ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან რახილ (ანა) ბახარევსკაია (გადახაბაძე) ხაშურის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 სექტემბრიდან ეკატერინე ბაქრაძე თბილისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოს რესპუბლიკის სასწავლებლის ტანვარჯიშის მთავარი ინსტრუქტორის თანაშემწეებად არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძე და ირაკლი სიმონის ძე ლორთქიფანიძე დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 მაისს შრომის სამინისტრო ქალაქის მმართველობის საბინაო განყოფილებას გ. აიდანოვის თამბაქოს ფაბრიკაში (მდებარე ანჩისხატის ქუჩა 17) მცხოვრები ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს.

1918

ტიპი: თანამდებობა

შრომის მინისტრის 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ვლადიკავკაზში შრომის სამინისტროს საქმეებს რაფაელ ნაბატოვი ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 მაისს შრომის სამინისტროს ინჟინერი ფელიქს რომანის ძე შმალცი ეკონომიკური საბჭოს სხდომებს ხელმოწერის უფლებით ესწრებოდა. 

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლ ივნისს ტარას გრიგოლის ძე აბაშიძე დაინიშნა შრომის სამინისტროს ზედამხედველად. შრომის სამინისტრო სთხოვს სალიკვიდაციო კომისიას, მიიღოს ზომები მისთვის ავეჯის გადასაცემად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 აპრილს მელიქ-კეიმერდელევსკის რკინიგზის მუშა თეოდორ ნემცოვი შრომის სამინისტროს თებერვალში შესრულებული სამუშაოსთვის 368 მანეთის გასამრჯელოს სთხოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტროს გადამწერი ანა კოლესნიკოვა მოტივაციის და ხელფასის გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობით მინისტრ ფირცხალაიშვილს მიმართავს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 12 სექტემბრიდან ალექსი ბარსოვი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს სარდიონ თევზაძე მუშაობდა ტრამვაის სახელოსნოში მემანქანის თანაშემწედ.

1918

ტიპი: თანამდებობა

სხვადასხვა დროს დიომიდე თოფურიძე რედაქტორობდა ჟურნალ-გაზეთებს სარატოვსა და მოსკოვში, იყო ჟურნალ „კვალის“ რედაქტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

სხვადასხვა დროს დიომიდე თოფურიძე მუშაობდა სააქციო საზოგადოების გამგეობის დირექტორად, ვოლგის მუნიციპალური საოლქო ეკონომიკური კავშირის განყოფილების გამგედ, სარატოვის საგუბერნიო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ, სარატოვის გუბერნიის კომისრად, ამიერ-კავკასიის და შემდგომ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარედ.

1918

ტიპი: თანამდებობა

სხვადასხვა დროს გრიგოლ უროტაძე იყო ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და ქუთაისის ს. დ. კომიტეტის წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ფილიპე ლორია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

ფილიპე ლორია სხვადასხვა დროს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა [სალდათთა] აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ტრამვაის საავადმყოფო გამგეობის წევრად და პროფესიული კავშირის გამგეობის წევრად.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის მარტში ფილიპე ლორიამ თბილისის ტრამვაიში მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1905 წლებში ფილიპე ლორია ქალაქ თბილისის თვითმმართველობაში მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელი ვასილ აბდუშელიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია 1-ლი სექტემბრის მოთხოვნის თანახმად. მას სექტემბრის ჯამაგირი მიღებული აქვს და უკან დაბრუნება უნდა მოსთხოვონ.