საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3261

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელ ნინო შიუკაშვილს თბილისის პირველი ქალთა გიმნაზიის რვა კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1919

ტიპი: განათლება

ნადეჟდა გიორგის ასულმა აბაზაძემ თბილისის საქალებო ინსტიტუტი ოქროს მედალზე დაამთავრა.

1904

ტიპი: განათლება

1904 წლის 10 ივნისს თბილისის ქალთა პროფესიულმა სახელოსნომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N9 გადასცა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 3 ივლისს თბილისის საერთო სახელოსნოს სამმართველომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N170 გადასცა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 5 აგვისტოს მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანმა თბილისის ქალთა პროფესიული სახელოსნოს სასწავლებელი დაამთავრა.

1918

ტიპი: განათლება

ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის პირადი საქმის მიხედვით, მან დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: განათლება

დავით ლაზარეს ძე ადამიას პირადი საქმის მიხედვით, იგი ტომსკის უნივერსიტეტის მედიცინის განყოფილების მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ალექსი ჭიჭინაძემ სწავლა დაამთავრა და ქუთაისში კერძო პირველდაწყებითი სასწავლებელი გახსნა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს დაბადებულმა სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძემ ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია დაამთავრა.

1921

ტიპი: განათლება

ალექსანდრე კუზმინს დამთავრებული ჰქონდა ტანვარჯიშის საზოგადოება „სოკოლის“ კურსები და იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის სტუდენტი.

1921

ტიპი: განათლება

ალექსანდრე საფაროვს დამთავრებული ჰქონდა კურსი კიევის უნივერსიტეტში კანდიდატის სტატუსით (ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი).