საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2569

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1849

ტიპი: გარდაცვალება

1849 წლის 24 მარტს სოფ. ახალბედისეულის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იესე სიმონის ძე ჩინჩალაძე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის ოქტომბერში ბეითალმა ისპანდაროვმა თავი მოიკლა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 11 ნოემბერს სასირეთელი გიგო სოსოს ძე ონეზაშვილის გვამი ხიდის ქვეშ, ლიანდაგზე, იპოვეს. იგი ნასვამ მდგომარეობაში ხიდიდან გადავარდნილიყო.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 11 ნოემბერს გორში, სახალხო მატარებელში, იპოვეს გულწასული 60 წლის გიორგი ელიაზარის ძე თულაევი, რომელიც მალე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 11 ნოემბერს დედოფლისწყაროში ცოფით გარდაიცვალა ალექსი აფანასის ძე მულიგინი. მისთვის 3 თვის წინ ძაღლს უკბენია და ასე დაინფიცირებულა.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 6 აპრილს სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ გრიგოლის ძე აბრამიშვილი გარდაიცვალა.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 6 აპრილს სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ გოგალაძე გარდაიცვალა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წელს სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ სპირიდონის ძე აბრამიშვილი გარდაიცვალა.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 4 ივლისს სოფ. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი სერაპიონ ნიკოლოზის ძე ჩიხლაძე გარდაიცვალა.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 22 ივლისს სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ იოვანეს ძე კახიძე გარდაიცვალა.

1847

ტიპი: გარდაცვალება

1847 წლის 1-ელ მარტს სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი დავით იოვანეს ძე გოგორიშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 4 ნოემბერს სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი თეოფილე იოვანეს ძე ნინიკაშვილი გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 19 დეკემბერს სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იესე ნიკოლოზის ძე ამაშუკელი გარდაიცვალა.

1840

ტიპი: გარდაცვალება

1840 წლის დეკემბერში სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ბარბაქაძე გარდაიცვალა.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 14 მარტს სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ამაშუკელი გარდაიცვალა.

1844

ტიპი: გარდაცვალება

1844 წლის 1-ელ დეკემბერს ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი თომა გიორგის ძე ნინიკაშვილი გარდაიცვალა.

1883

ტიპი: გარდაცვალება

1883 წლის 15 მარტს სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ეგნატე ნიკოლოზის ძე ნატრიაშვილი გარდაიცვალა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 24 ნოემბერს ხაშურში, სურამის ხიდზე, ეფრემ გლუშჩენკოს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ქეთევან თევდორეს ასულ ბოძიევის, ელისაბედ ექვთიმეს ასულ გაბაევისა და ნინო ექვთიმეს ასულ ხოსროევის განცხადება. ისინი ნათესავებს აუწყებდნენ დავით ექვთიმეს ძე ბოძიევის გარდაცვალებას და დაკრძალვის თარიღს, 28 ნოემბერს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ს ცნობით, ბორჯომში გარდაიცვალა სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სოხუმის ოლქში საქართველოს სახალხო გვარდიისა და თურქი ასკერების შეტაკებისას დაიღუპა პორუჩიკი ღლონტი.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაცვლილი ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძის პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში უნდა შემდგარიყო 18 თებერვალს.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის" ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძე 19 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის 17-23 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ მეღვრეკისში ქოლერით გარდაიცვალნენ მიხეილ მოსიაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ელენე ქაბულაშვილი და მიხეილ დოიჯაშვილი.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაცვლილი ოლიმპიადა დიმიტრის ასული დეკანოზიშვილი, რომლის პანაშვიდიც უნდა გადაეხადათ ავჭალის წმინდა დარიას მონასტერში იმავე დღეს უნდა დაეკრძალათ სოფელ რუისში.