საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17295

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ივანე ბესარიონის ძე ყანჩელი ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს საშუალო განათლების მქონე მელიტონ სოფრომის ძე კუხიანიძე ხონის საოსტატო სემინარიაში გალობას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დაწყებითი განათლების მქონე ანტონ ვიაჩესლავის ძე ჰაუდკაცი ხონის საოსტატო სემინარიაში მუსიკასა და გიმნასტიკას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს უმაღლესი განათლების მქონე იასონ ივანეს ძე ჩხენკელი ხონის საოსტატო სემინარიაში ფიზიკის, ალგებრისა და გეომეტრიის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პროფესიით ექიმი სტეფანე მიხეილის ძე გალდავაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას ასწავლიდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1914 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში საუნივერსიტეტო საქმიანობაში იოსებ ოცხელს მხარს უბამდნენ დიმიტრი უზნაძე, სილოვან ხუნდაძე, ვუკოლ ბერიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, სიმონ ქვარიანი, პეტრე ყიფიანი, იასონ ნიკოლაიშვილი და სხვები.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ვალერიან კაკაბაძე ხონის სასულიერო სემინარიაში მათემატიკას, ალგებრას და ტრიგონომეტრიას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს უმაღლესი განათლების მქონე აგრაფინა ალექსის ასული ჭავჭანიძე ხონის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მეოთხე კურსის სტუდენტი სიმონ მაქსიმეს ძე კარტოზია ხონის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლის თანამდებობაზე დროებით მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვარლამ ადამის ძე ხუროძე, ხონის სასულიერო სემინარიის შტატის მასწავლებელი საშუალო განათლებით, ქართულ ენასა და პედაგოგიკას ასწავლიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლ დეკემბერს გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის მასწავლებლად მიიწვიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ეკატერინე ჯაფარიძე ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის მასწავლებლად მსახურობდა. 30 ნოემბერს მან გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ პ. ს. პავლოვას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 425 მანეთი და 66 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ შ. ს. ხანაზატიანს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 436 მანეთი და 66 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ვლადიმერ მიხეილის ძე სოსელიას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 381 მანეთი და 66 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ს. ა. დანიელბეკს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასი 422 მანეთით გაეზარდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ლ. ა. შოპლენს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 412 მანეთი და 50 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ კ. პ. ანტონოვსკაიას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასი 400 მანეთით გაეზარდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ივანე სიმონის ძე ბერიაშვილს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასი 452 მანეთით გაეზარდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პროფესიით ექიმი პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი ხონის სასულიერო სემინარიაში ანატომიას და ჰიგიენას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს უმაღლესი განათლების მქონე ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე ხონის სასულიერო სემინარიის დირექტორი იყო. ის პედაგოგიკას, მათემატიკასა და კოსმოგრაფიას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელ დეკემბერს რაჟდენ ჭანტურია ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებული დაწყებითი სკოლის მასწავლებლობიდან გაათავისუფლეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 ნოემბრიდან ეკატერინე სერგოს ასული მესხი ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებული სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მეორე კომერციული სასწავლებლის დირექციას სთხოვა ეცნობებინა, გაიცა თუ არა სალიკვიდაციო თანხა სასწავლებლის სომხური ენის ყოფილ მასწავლებელ სარგის გრიგორიანცზე.