საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3033

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1915

ტიპი: განათლება

ვახტანგ ცინცაძე წინამძღვრიანთკარის სასოფლო მეურნეობის სკოლის მეორე სპეციალური კლასის მოსწავლე იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ელიზბარ ანდრიას ძე შურღაია იყო ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება სახალხო მასწავლებლებისთვის კურსების ჩატარების შესახებ. გამგეობამ კურსების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია და გადაწყდა, გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა სასკოლო სექციისთვის დაევალებინათ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ივანე აბრამის ძე ნასიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (მეოთხე სემესტრის) სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მ. ხუხუნაშვილი კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

ვალერიანე გერასიმეს ძე მელაძე წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის მესამე განყოფილების მოსწავლე იყო.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში მაჰმადის რჯულის სასწავლებლად მაჭახელაში მცხოვრები ხოჯა სულეიმან ეფენდი ზადე მიიწვიეს, რის შემდეგაც ბათუმის მაჰმადიანთა დიდმა ნაწილმა საზოგადოების სკოლაში შვილების ტარება გადაწყვიტა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: კოსტა მიმინოშვილი, ანდრია გრიგოლავა, დავით საბაშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, ვლადიმერ მითაიშვილი, სტეფანე კაკაბაძე, სამსონ მაქანდაროვი, იოსებ შევარდენიძე და ნიკო ქაჯაია.