საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები16807

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ალექსანდრე იაშვილი შრომის სახალხო კომისარად დაინიშნა, ბრძანებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ა. ნაზარეტიანი მ. გ. ინსპექციის სახალხო კომისრად დაინიშნა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა, მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მამია ორახელაშვილი ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მირზა დაუდ გუსეინოვი და სარქის ლუკაშინი – მისი მოადგილეები.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს გ. კვირაია ლეგიონის სამხედრო კომისარი იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ი. ადამიძე მსროლელთა პირველ ქართულ ლეგიონს მეთაურობდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მიხეილ კახიანი საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს კ. მეგრელიძე ცენტრალური კომიტეტის სააგიტაციო-საპროპაგანდო განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მოედინ სურმანიძე აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს მეჰმეთ შუქრი კაია ოსმალეთის მეჯლისის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლიდან 1922 წლის ივლისამდე გ. ძნელაძე საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1926 წლებში ვ. დარახველიძე სრულიად საკავშირო ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირის ცეკას მდივანი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1924 წლებში გ. დევდარიანი საქართველოს ალკკ ცკ-ის მდივანი იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს გ. გოგეჩია საქართველოს ალკკ ცკ-ის მდივანი იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ირ-აღ ხან ზახირი იყო სპარსეთის გენერალური კონსული თბილისში.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს სიმონ ჩიხლაძე, საქართველოს აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგე, პარტიიდან გარიცხეს.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს ივან სმოლინი კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდალი იყო.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვს საკავშირო სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ და მისმა მოადგილემ, თენგიზ ჟღენტმა.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს არმიის მე-2 რანგის სარდალი იაკობ ალკსნისი სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და საჰაერო ძალების უფროსად დაამტკიცეს.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ფლოტის პირველი რანგის ფლაგმანი ვლადიმერ მიტროფანეს ძე ორლოვი სსრ კავშირის საზღვაო ძალების ნაწილში თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და მუშურ-გლეხური წითელი არმიის საზღვაო ძალების უფროსად დაინიშნა.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს გრიგოლ ხეცურიანი რაიაღმასკომის საფინანსო განყოფილების გამგე იყო.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს გერმან ანდრიას ძე მგალობლიშვილს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ნიკოლაი ივანეს ძე ეჟოვს სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისრის წოდება მიანიჭეს.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ივანე აკულოვი სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი იყო.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისა და ისტორიკოს მარქსისტთა საზოგადოებრივმა ბრიგადამ, რომლის წევრები იყვნენ ბუდილოვი, ქადეიშვილი, ხეჩუმიანი, ლიუდვიგოვი, პიასეცკი, დაადგინა, რომ ს. თალაკვაძის მოგონებები სტალინზე მავნებლური იყო, ამიტომ მათზე დაყრდნობით საქართველოს კპ (ბ) ისტორიის შესწავლა დანაშაულად მიიჩნიეს.