რეგისტრირებული ფაქტები17482
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: თანამდებობა
მატერიალური სამსახურის მოანგარიშე ს. ჩირაკაძე 1907 წლის მაისში გაათავისუფლეს სამსახურიდან პატრიოტული საზოგადოების წევრისა და ტერორისტის, მოროზოვის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით და ჩასვეს მეტეხის ციხეში, ჩიმაკაძის თხოვნით ორჯერ დაინიშნა გამოძიება, გამართლდა და ისევ მიიღეს სამსახურში 1908 წლის 1-ელი აპრილიდან შემცირებული ხელფასით. 1910 წლის მაისიდან სარგო აღუდგა. ამგვარად უდანაშაულოდ დაზარალდა 220 რუბლით. ამას გარდა უსამსახუროდ იყო 10 ½ თვე.
1906
ტიპი: თანამდებობა
რევიზორი მ. ა. კოვალიოვი 1906 წლის იანვარში ჟანდარმერიის პოლიციის მოთხოვნით გაათავისუფლეს სამსახურიდან 1905 წ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1906 წლის 1-ელ ივნისს აღადგინეს სამსახურში. 1908 წლის 6 თებერვალს ისევ გაათავისუფლეს თბილისის სასამართლო პალატის მიერ რკინიგზაზე მომხდარი აჯანყების საქმეზე მსჯავრის დადების გამო.
1906
ტიპი: თანამდებობა
მთავარი საწყობის ათისთავი ლუკა ელბაქიძე 1906 წლის 1-ლ იანვარს პოლიტიკურ გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს სამსახურიდან. 1906 წლის 27 მაისს დააბრუნეს, 1907 წლის 5 ივნისს ისევ გაათავისუფლეს დაპატიმრების გამო და ჟანდარმერიის პოლიციის განკარგულების თანახმად კავკასიის ფარგლებს გარეთ გადაასახლეს. გადატრიალების შემდეგ ისევ მიიღეს სამსახურში 1917 წლის 6 დეკემბერს.
1918
ტიპი: თანამდებობა
მატერიალური სამსახურის თანამშრომელი, რევიზორი ნ. ე. ერმოლაევი 1906 წელს გაათავისუფლეს სამსახურიდან 1905 წლის დეკემბრის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დაპატიმრებისა და სამართალში მიცემის გამო. გამართლების შემდეგ ისევ მიიღეს სამსახურში 1907 წლის აპრილში. რევიზორის თანამდებობაზე აღდგენასთან ერთად, 1918 წლის 5 ივლისს გზების უფროსს მიმართავს შუამდგომლობით, რომ სამსახურის შეწყვეტა უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დახმარება გამოუყონ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დავით ჩიქოვანი გაემგზავრა სტამბოლში, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, წერილებს უგზავნიდა „სახალხო გაზეთს“ ქართველ მაჰმადიანთა და, ზოგადად, ოსმალეთის ცხოვრების შესახებ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლიდან ვასილ წერეთელი ქუთაისში ცხოვრობდა და ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმად მუშაობდა, ასევე სასწავლებლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე წერეთელი ქუთაისის დრამატული და ისტორია-ეთნოგრაფიის საზოგადოებათა გამგეობის წევრი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლიდან ალექსანდრე წერეთელი ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ვასილ ბარბაქაძე კახეთის რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთაგან [პარტიის] ცენტრალურ კომიტეტში აირჩიეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ცნობით, 1899-1900 წწ. კიევში ჟანდარმთა უფროსი იყო სისასტიკით ცნობილი ნავიცკი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბერში შალვა ამირეჯიბი საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს შალვა ამირეჯიბი საქართველოს ინტერპარტიულმა ბიურომ დელეგატად გაგზავნა რუსეთის დემოკრატიულ ყრილობაზე, რომელზეც წინასწარ პარლამენტის წევრად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს შალვა ამირეჯიბი ქუთაისში გადასახლს და იქ რედაქტორობდა გაზეთ „სამშობლოს“, შემდეგ – „იმერეთს“.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბერში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს საეროვნო საბჭოთა წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კონსტანტინე აფხაზი ხელმეორედ აირჩიეს ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად, იმავე წლის ოქტომბერში კი – რუსეთის თავად-აზნაურთა კრებულიდან სახელმწიფო საბჭოს წევრად.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის განკარგულებით კონსტანტინე აფხაზი დაინიშნა სახელმწიფო თავდაცვის განსაკუთრებული კრების უფლებამოსილ თავმჯდომარედ და ამიერკავკასიის სათათბიროს კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ (уполномоченный председатель особого собрания по обороне Государства и председателем Закавказского совещания Кавказского района).
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის მარტში კონსტანტინე აფხაზი ბრიგადით გაემართა დასავლეთ ფრონტზე, სადაც დაჰყო იმავე წლის დეკემბრამდე, როცა ყოფილმა ნამესტნიკმა ნიკოლოზმა თბილისში გამოიწვია წინამძღოლის თანამდებობის ადგილობრივ აღსასრულებლად.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის აგვისტოში კონსტანტინე აფხაზი ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში წინამძღოლობის თანამდებობის აღსრულებით და მიენდო ახალი არტილერიის ბრიგადის შედგენა, რომლის უფროსადაც დაინიშნა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს კონსტანტინე აფხაზი ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, რის გამოც მან დატოვა სამხედრო სამსახური და საადგილმამულო ბანკის კომიტეტის წევრობა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-1913 წლებში კონსტანტინე აფხაზი თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იოსებ აბაკელია იყო სოც.-რევოლუციური ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (ამხანაგი).
1917
ტიპი: თანამდებობა
რევოლუციის დროს იოსებ აბაკელია იყო მე 11 არმიის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი და იმავე არმიის კომისარის რწმუნებული; ასევე სამხრეთ-დასავლეთის სანიტარულ საბჭოთა საბჭოს წევრი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს მობილიზაციის დროს იოსებ აბაკელია სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და უფროს ექიმად დანიშნეს მე-20 არტილერიის პარკის ბრიგადაში.

