რეგისტრირებული ფაქტები17278
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 მარტს თბილისის ჟურნალისტების კრებაზე ო. ბუკშტეინი თავმჯდომარედ აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 30 მარტს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომას ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის გენერალ-გუბერნატორად შალვა მაღლაკელიძე დაინიშნა. გენერალი გიორგი კვინიტაძე კი მოხალისეთა ჯარში შტაბის უფროსად წავიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საქართველოს მთავრობამ სომხეთის მთავრობისაგან ომის გამოცხადების ნოტა მიიღო. საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, საქართველო- სომხეთის საზღვარი დაიკეტა. საქართველოს ჯარების მთავარსარდლად ბორჩალოს ფრონტზე სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანიშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თელავის მაზრაში მძიმე კრიმინალური მდგომარეობის გამო სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. მაზრის გენერალ-გუბერნატორად შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ავაზაკთა რამდენიმე ჯგუფი დააპატიმრეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქართული კლუბის დარბაზში გამართულ ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის წევრთა საგანგებო კრებას დაესწრნენ აგრეთვე საგანგებოდ მოწვეული პარლამენტის ხელოვნების კომისიის წევრები და მათი წარმომადგენლები ფრაქციათა და პრესისა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს დრამატურგი ნიკოლოზ შიუკაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, თბილისში ბაქოელი ანტრეპრენიორი პ. ამირაგო ჩამოვიდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს მთავრობასთან აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა ინჟინერი ვექილოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისში დაარსდა სახელოვნო საზოგადოება „თეთრი გიორგი“. საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა გალაკტიონ ტაბიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ექვთიმე თაყაიშვილი და სიმონ მდივანი დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უმცროს მოადგილეებად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უფროს მოადგილედ აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ფარული კენჭისყრით თავმჯდომარედ ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სახელოვნებო-სალიტერატურო უპარტიო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობის მიერ შექმნილი საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარედ რაჟდენ არსენიძე აირჩიეს, წევრებად – სიმონ ჯაფარიძე და მთავარი შტაბის წარმომადგენელი ანანია სალუქვაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიკო-სანიტარული განყოფილების უფროსი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ჩხაიძე მიწათმოქმედების სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე დ. გედევანიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის თებერვალში საგარეჯოს თემში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა. თემის თავმჯდომარედ აირჩიეს აგრონომი ს. მჭედლიშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
პავლე საყვარელიძე დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.