რეგისტრირებული ფაქტები17484
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
ტიპი: თანამდებობა
გენერალი დავით ჭავჭავაძე ერთ- ერთი სახელგანთქმული კავალერისტი იყო რუსეთის არმიის ცხენოსან ჯარში. პირველი მსოფლიო ომის პირველ წლებში ნიკოლოზ მეორემ დართო მას ნება ჩამოეყალიბებინა ქართველ ცხენოსანთა ათასეული, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მეფემ ქართული ჯარის შექმნა ინება თავის არმიაში.ამ ნაწილში, რომელსაც ქართველ ცხენოსანთა პირველი ათასეული უწოდეს დავით ჭავჭავაძე დანიშნეს უფროსად და მიანიჭეს უფლება ყველა ნაწილიდან გამოეწვია ქართველი ოფიცრები ამ ათასეულისათვის. მასთან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილიც.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა მიხეილ ზანდუკელმა „წითელ ჯვარში“ სამსახურს თავი დაანება.
1920
ტიპი: თანამდებობა
მიწათმოქმედების სამინისტრომ კახეთში თავის წარმომადგენლად კონსტანტინე ბერეკაშვილი დანიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება სვიმონ მდივანს დაევალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი დაინიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო მისიის წევრად საქართველოში. მას საგანგებო საქმეთა გამგებლობა დაავალეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველ აპრილს ვარლამ ძიძიგური ახალციხის ერობის რწმუნებულად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 მარტს თბილისის ჟურნალისტების კრებაზე ო. ბუკშტეინი თავმჯდომარედ აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის გენერალ-გუბერნატორად შალვა მაღლაკელიძე დაინიშნა. გენერალი გიორგი კვინიტაძე კი მოხალისეთა ჯარში შტაბის უფროსად წავიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საქართველოს მთავრობამ სომხეთის მთავრობისაგან ომის გამოცხადების ნოტა მიიღო. საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, საქართველო- სომხეთის საზღვარი დაიკეტა. საქართველოს ჯარების მთავარსარდლად ბორჩალოს ფრონტზე სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანიშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თელავის მაზრაში მძიმე კრიმინალური მდგომარეობის გამო სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. მაზრის გენერალ-გუბერნატორად შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ავაზაკთა რამდენიმე ჯგუფი დააპატიმრეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქართული კლუბის დარბაზში გამართულ ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის წევრთა საგანგებო კრებას დაესწრნენ აგრეთვე საგანგებოდ მოწვეული პარლამენტის ხელოვნების კომისიის წევრები და მათი წარმომადგენლები ფრაქციათა და პრესისა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს დრამატურგი ნიკოლოზ შიუკაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, თბილისში ბაქოელი ანტრეპრენიორი პ. ამირაგო ჩამოვიდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს მთავრობასთან აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა ინჟინერი ვექილოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისში დაარსდა სახელოვნო საზოგადოება „თეთრი გიორგი“. საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა გალაკტიონ ტაბიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ექვთიმე თაყაიშვილი და სიმონ მდივანი დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უმცროს მოადგილეებად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უფროს მოადგილედ აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ფარული კენჭისყრით თავმჯდომარედ ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სახელოვნებო-სალიტერატურო უპარტიო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობის მიერ შექმნილი საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარედ რაჟდენ არსენიძე აირჩიეს, წევრებად – სიმონ ჯაფარიძე და მთავარი შტაბის წარმომადგენელი ანანია სალუქვაძე.

